22 ოქტომბერს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში ასობით ბავშვი შეიჭრა მოთხოვნით, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასები გაეზარდათ და ის ორკვირიანი გაფიცვა, რომლის გამოც შეწყდა სკოლაში სწავლება, დასრულებულიყო.
სკოლის ფორმებში გამოწყობილი მოსწავლეები ერთხმად ყვიროდნენ: " ჩვენ სწავლა გვინდა და თუ არ ვისწავლით, ნარკოტიკებს მივმართავთ!“
Reuters-ის ცნობით, კონგოში მასწავლებლებმა სასწავლო სემესტრის დასაწყისიდანვე დაიწყეს გაფიცვა. ისინი 2019 წლის სკოლის რეფორმის შემდეგ ითხოვენ ხელფასების მომატებას, ასევე სურთ ბონუსების დარიცხვა და პენსიაზე გამსვლელი ასაკის პრობლემის მოგვარება.
"უკვე ორი კვირაა სწავლა შეწყდა. როცა მასწავლებლებს ვეხვეწებით გვასწავლონ, ისინი უარს გვეუბნებიან და ამიტომ ვთხოვთ პასუხს ხელისუფლებას“, - ამბობენ მოსწავლეები.
პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ჟან მარკ კაბუნდ-ა-კაბუნდმა მიმართა ბავშვებს, - თქვენი ადგილი ქუჩაში კია რა, სკოლაში ან სახლშიაო.
კონგოში მასწავლებლების გაფიცვის მიზეზი 2019 წელს მიღებული რეფორმაა, რომლის მიხედვითაც დაწყებით სკოლებში სწავლება უფასო გახდა. ამ ინიციატივას მსოფლიოს ბანკი აფინანსებს და რაც ეს კამპანია დაიწყო, მას შემდეგ კონგოს სკოლებში 3 მილიონით მეტმა ბავშვმა დაიწყო სწავლა. წყარო
თარგმნა ანა სიბოშვილმა