ავტორი:

სილქნეტის სასარგებლო შეთავაზებები მშობლებს

სილქნეტის სასარგებლო შეთავაზებები მშობლებს

რადგან სასწავლო პროცესი, ჯერ ონლაინ, შემდეგ კი სკოლებში განახლდა, მშობლების საფიქრალი და საზღუნავი ახლა უკვე შვილებზე გულშემატკივრობაა - რა შესთავაზონ დამატებით ბავშვებს? როგორ მიეხმარონ სწავლის პროცესს? მათი განვითარებისთვის და რეალიზებისთვის რა აქტივობებს მიმართონ? როგორ შეუქმნან უსაფრთხო ონლაინ გარემო?

კომფორტული პლატფორმა გაკვეთილების მოსამზადებლად:

ვინ თუ არა, მშობელმა უკეთ იცის, რომელ საგანში სჭირდება დახმარება ბავშვს. სილქნეტთან ერთად გეძლევათ შესაძლებლობა ძალიან მარტივად გადაჭრათ ეს პრობლემა. უკვე ათი წელია, მშობლების და მოსწავლეების საუკეთესო დამხმარეა სასკოლო ვიდეო გაკვეთილების პლატფორმა „საშინაო სკოლა“, რომელიც ხელმისაწვდომია SilkTV-ის ეთერით ან ვებ გვერდით. ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური ენა – ყველა ეს საგანი თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო პროგრამასთან.

თითოეული ვიდეო 15-20 წუთი გრძელდება. მომხმარებელს მისაღებ დროს და მისაღები ფორმით (ტელე ეკრანით, ან ნებისმიერი მობილური მოწყობილობით) შეუძლია 1-12 კლასის ჩათვლით მოემზადოს სასურველ საგანში, გაიღრმაოს ცოდნა, გადაიმეოროს განვლილი მასალა.

მარტივი მენიუ პატარა ასაკის მსმენელსაც კი საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად, უფროსის ჩარევის გარეშე, ჩაირთოს ვიდეო–გაკვეთილი და ინდივიდუალურად მიიღოს ცოდნა. „საშინაო სკოლის“სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეს ერთ დღეში რამდენიმე საგნის სწრაფად მომზადებაში ეხმარება. ასევე, მოტივირებული მოსწავლე შეძლებს ორ თვეში გადაიმეოროს მთელი საგანი.

„საშინაო სკოლას“ დამოუკიდებელი განყოფილების სახით ადვილად მიაგნებთ SilkTV-ის მენიუში თუ სილქნეტის აბონენტი ხართ. ტელევიზორის დაკავება თუ არ გსურთ ან არ ხართ კომპანიის მომხმარებელი, მისი ანალოგი ინტერნეტშიც არსებობს. მობილური ტელეფონით, პლანშეტით, ლეპტოპით შეგიძლიათ შვილთან ერთად ესტუმროთ ვებ გვერდს http://silkschool.ge/ . სერვისი არ საჭიროებს რეგისტრაციას, არის სრულიად უფასო და ინტეგრირებულია youtube-ზე. საიტს აქვს საძიებო სისტემა - თემის, კლასის, პედაგოგის მიხედვით ადვილად იპოვნით სასურველ მასალას, ასევე ფავორიტი საგნების დაკომპლექტებას შეძლებთ.

1-12 კლასის ჩათვლით სასკოლო საგნების პროგრამა შედგენილია კვალიფიციური პედაგოგების და სპეციალისტების მიერ. გაკვეთილებს უძღვებიან: გია მურღულია, ავთანდილ არაბული, ზაზა აბაშიძე, ია მებონია, თამარ ჯაფარიძე და სხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც თავად არიან ამ პროგრამებისა და სასწავლო წიგნების ავტორები.

მოსწავლეს უცხო ენის ათვისებაში ხელს უწყობს ინგლისური ენის კურსი, რომელიც სასკოლო პროგრამის იდენტურია და ორიგინალი აუდიო მასალაც ერთვის, რომლის მოსმენა რამდენჯერმე შეეძლებათ - სკოლაში ამ შესაძლებლობას მოკლებულია მოსწავლე. ასევე, აბიტურიენტებს დაეხმარება საგანგებოდ შედგენილი უცხო ენის გრამატიკული კურსი.

National Geographic საქართველო - სამაგიდო ჟურნალი მთელი ოჯახისთვის

ცოტაა საქართველოში ისეთი გამოცემები, რომლებიც ისტორიის, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის, ეთნოგრაფიის, რელიგიათმცოდნეობის, ახალი ტექნოლოგიების, მედიცინის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ასტრონომიის, ასტროფიზიკის, გეოგრაფიის, მეტეოროლოგიის, კლიმატის, გეოლოგიის და არქიტექტურის სფეროში დაგროვილ ცოდნას ერთად უყრის თავს. ასეთი მხოლოდ საერთაშორისო გამოცემა National Geographic გვეგულება. ჟურნალი 1888 წლიდან გამოდის და 36 ენაზე ავრცელებს ცოდნას. საქართველო რამდენიმე წელია, შეუერთდა დიდ სამეცნიერო ოჯახს და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, ქართულ ენაზე გამოსცემს ყველა იმ უნიკალურ მასალას, რაც ხელმისაწვდომია 100-ზე მეტ ქვეყანაში. რედაქცია ზრუნავს, რომ საქართველოშიც მომზადდეს პროექტები, რომლითაც მსოფლიოს დააინტერესებს, ატარებს ფოტო კონკურსებს, იწვევს ავტორებს, რომლებიც აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებულ მასალებს ქმნიან.

ეს არის ჟურნალი მთელი ოჯახისთვის, მით უფრო მოზარდებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებიც ყველაზე ხშირად დაეძებენ საინტერესო მასალებს, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ანიჭებენ უპირატესობას, მზად არიან თვალსაწიერი გაიფართოონ, ახალი სფეროები და ინტერესები აღმოაჩინონ. მთელი წლით ქართული National Geographic გამოწერა შესაძლებელია რედაქციის ვებ გვერდიდან. თუ სილქნეტის მომხმარებელი ხართ, მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიიღებთ. ცხელი ხაზის 2100-100 მეშვეობით მარტივად მოხვდებით ჟურნალის გამომწერთა ბაზაში და ყოველთვიურად, საქართველოს მასშტაბით, თქვენთვის სასურველ მისამართზე რედაქცია გამოგიგზავნით მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ, შემეცნებითი და ფოტო მასალით უხვად აღჭურვილ, ახალ-ახალ ნომრებს.

აპლიკაცია „ინტერნეტ მშობელი“ - მშობლებისთვის საუკეთსო საშუალება თავიანთი შვილების ინტერნეტ საფრთხეებისგან დასაცავად

ინტერნეტი ზღვა შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული, იმისათვის, მოზარდმა მიიღოს ინფორმაცია, შეიმეცნოს მეტი და განვითარდეს. თუმც,ა ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელს მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინტერნეტ საფრთხეებისაგან მოზადრების დავას. ამის საუკეთესო საშუალებაა სპეციალური აპლიკაციები ამ საფრთხეების ასარიდებლად, რომელიც მშობელს აძლევს საშუალებას, ყურადღება მიაქციოს, თუ რას აკეთებს მისი შვილი ინერნეტ სივრცეში. სილქნეტი პირველი კომპანაა საქართველოში რომელმაც ეს მომსახურება შესთავაზა მომხმარებელს. ეს არის აპლიკაცია „ინტერნეტ მშობელი“, რომელიც სილქნეტმა საკუთარი მომხმარებლებისთვის შექმნა.

მისი დახმარებით შეძლებთ უსაფრთხო გახადოთ თქვენი შვილების ინტერნეტ მოხმარება, დაბლოკოთ არასასურველი, მისთვის საზიანო კონტენტის შემცველი ვებ - გვერდები, აპლიკაციები, გამოიყენოთ დროის შეზღუდვის ფუნქცია, რეალურ დროში მიიღოთ ინფორმაცია შვილის ადგილსამყოფელის შესახებ. თქვენი შვილის კიბერბულინგისგან დასაცავად აპლიკაციის ჭკვიანი სისტემა განახორციელებს სოციალური მედიისა და Chat - ების ანალიზს. მუდამ გეცოდინებათ თუ რას ეძებს თქვენი შვილი მთავარ საძიებო სისტემებში, ავტომატურად მიიღებთ შეტყობინებას, თუ მის მიმართ საფრთხის შემცველი სიტყვები გამოიყენეს „ჩატში“ (messenger; Whatsapp; Viber).

„ინტერნეტ მშობლის“ გასააქტიურებლად პირველ რიგში ეწვიეთ პორტალს mysilknet.com , შექმენით ანგარიში. თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ, გაიაქტიურეთ დამატებითი სერვისებიდან ეს აპლიკაცია და გადმოწერეთ მოწყობილობებზე.

აპლიკაცია:

წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს და სტუდენტს!

R