ავტორი:

"ხაზარაძეზე გარკვეული ადამიანები, მათ შორის სააკაშვილი, ამბობენ, რომ მერაბ კოსტავას პალტო შემოახია - ხაზარაძემ განმარტება გააკეთოს, ეს ტყუილია თუ მართალი" - გია ვოლსკი

"ხაზარაძეზე გარკვეული ადამიანები, მათ შორის სააკაშვილი, ამბობენ, რომ მერაბ კოსტავას პალტო შემოახია - ხაზარაძემ განმარტება გააკეთოს, ეს ტყუილია თუ მართალი" - გია ვოლსკი

მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გარკვეული ადამიანები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ სწორედ ის იყო, ვინც მერაბ კოსტავას პალტო შემოახია და ფიზიკურად გაუსწორდა - ხაზარაძემ გააკეთოს განმარტება, ეს ტყუილია თუ მართალი, სააკაშვილი ცრუპენტელაა თუ მართალს ამბობს და ქვეყნის ნათელ მომავალზე ამის შემდეგ ილაპარაკოს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, ხაზარაძემ ასევე პასუხი უნდა გასცეს ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ “თიბისი ბანკმა” დაჩაგრა და უკანონოდ მოექცა. ვოლსკის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან ადგილი აქვს გარკვეული იმიჯის მორგებას, "რომ ვითომ მომავალზე ორიენტირებული ადამიანია, ხოლო რამდენად მოატყუებს საზოგადოებას, ეს არჩევნებზე გამოჩნდება".

"მამუკა ხაზარაძეს მაინც და მაინც კარგად საქმე არც წარსულში აქვს და ამიტომ მომავალში იყურება... რეალობაა ის, რომ ადამიანები, ვინც ამ წარსულს ქმნიდნენ, ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ მომავალზე, მათ შორის არის მამუკა ხაზარაძე. ამიტომ მეტი საქმე უნდა გააკეთო, ვიდრე იმ ნათელ მომავალზე ილაპარაკო, რომლის შექმნისთვისაც არაფერი გაგიკეთებია არჩევნების წინ ნებისმიერი ადამიანი ილაპარაკებს, რომ ქვეყნის ნათელი მომავალი არის ასაშენებელი. მამუკა ხაზარაძის განცხადებები რამდენად გულწრფელია, ეს გამოჩნდება ადამიანების იმ რაოდენობის მაჩვენებლით, რომელიც მის პარტიას მისცემს ხმას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.