ბრიტანელი მომღერალი ადელი, რომელიც 6-წლიანი პაუზის შემდეგ სცენას აქტიურად დაუბრუნდა, პირველად ყვება იმის შესახებ, თუ როგორ დაიკლო 45 კილოგრამი.
ადელის საოცარი ტრანსფორმაციის შესახებ პირველად 2019 წელს შეიტყო საზოგადოებამ, როდესაც მომღერალმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოში მხოლოდ სახე ჩანდა, აშკარა იყო, რომ მომღერლის გარეგნობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამას მოჰყვა 32 წლის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტო 2020 წელს, რომელშიც ადელის იდეალური ფორმები კარგად გამოჩნდა.
იმავე წელს ადელმა ერთ-ერთი იუმორისტული შოუს მონოლოგი ამ სიტყვებით დაიწყო: ვიცი, რომ სხვანაირად გამოვიყურები... მაგრამ, რეალურად, ეს ყველაფერი კოვიდრეგულაციების გამოა. მსუბუქად უნდა მემგზავრა და ჩემი მხოლოდ ერთი ნახევრის მოყვანა შემეძლო... განაგრძეთ კითხვა