ავტორი:

"6 ბედნიერი წელი ვიყავით განუყრელად... როგორ არ ვიცოდი, რომ კორონას ებრძოდი" - რას წერს ზურაბ გურული კოვიდით ქარდაცვლილ ქართველ ექიმზე?

"6 ბედნიერი წელი ვიყავით განუყრელად... როგორ არ ვიცოდი, რომ კორონას ებრძოდი" - რას წერს ზურაბ გურული კოვიდით ქარდაცვლილ ქართველ ექიმზე?

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული კორონავირუსით გარდაცვლილი მეგობრის შესახებ წერს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი პოსტიდან ირკვევა, რომ ვირუსმა ქართველი ექიმი დათო ბიწაძე იმსხვერპლა. ბიწაძე "ჯეო ჰოსპიტალსის" ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი იყო.

"1985 წლის 1 სექტემბერს გავიცანით ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტის მე-3 კორპუსში, ანატომიის აუდიტორიაში. მარტო იჯდა, რაღაცნაირად უხერხულად; მივედი, გამოვეცნაურე; თურმე ერთ ჯგუფში ვყოფილვართ და. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. 6 ბედნიერი წელი ვიყავით განუყრელად. აბსოლუტურად ყველა გამოცდა ერთად გვაქვს მომზადებული და ჩაბარებული;

ფეხით გვაქვს მთელი თბილისის ბავშვთა საავადმყოფოები შემოვლილი. დათო ბიწაძე, უკარგესი, უთბილესი ადამიანი; შესანიშნავი, უღალატო მეგობარი; უნიჭიერესი ექიმი. როგორ წარმოვიდგენდი რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი. ათი ათასი ადამიანი შეიწირა ამ უბოროტესმა ვირუსმა საქართველოში და კიდევ გრძელდება ათვლა... როგორ არ ვიცოდი, რომ კორონას ებრძოდი შენი მშობლიური ჭიათურის კლინიკაში... ვერ გაცილებ ბოლო გზაზე ჩემო ძვირფასო მეგობარო; ცრემლს თუ გაგატან საგზლად მხოლოდ.შეხვედრამდე მზის გადაღმა" - წერს გურული.