ავტორი:

"ევროპელი ლიდერები თქვენს გარეშე იგივეა, რაც პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე" - ანგელა მერკელის ემოციური გაცილება ბრიუსელში

"ევროპელი ლიდერები თქვენს გარეშე იგივეა, რაც პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე" - ანგელა მერკელის ემოციური გაცილება ბრიუსელში

ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ევროკავშირის სამიტზე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ემოციური გაცილება მოუწყვეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ანგელა მერკელის გარეშე ევროპელი ლიდერების შეკრება იგივეა, რაც „რომი ვატიკანის გარეშე და პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე".

"თქვენ ხართ ჩვენი ევროპული პროექტის კომპასი და მანათობელი შუქურა“, - აღნიშნა მიშელმა. სიტყვა წარმოთქვა ბელგიის პრემიერმა ალექსანდრე დე კრომაც.

„მან 16 წლის განმავლობაში მართლაც დატოვა თავისი კვალი ევროპაში, დაგვეხმარა 27-ვე ჩვენგანს რთულ მომენტებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“,- აღნიშნა ალექსანდრე დე კრომ.

ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ ევროპული პოლიტიკის პროფესიონალის წასვლა დიდ სიცარიელეს დატოვებს.

„ის, შეიძლება ითქვას, სიმშვიდის თავშესაფარი იყო ევროკავშირში. ის უდავოდ დიდი ევროპელია“,- აღნიშნა შალენბერგმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს, რომელიც ანგელა მერკელისთვის, როგორც გერმანიის კანცლერისთვის, 117-ე და ბოლო სამიტია.