ავტორი:

"ალეკს და ჩემს ქმარს 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ ... ვიცნობ მის მეუღლეს ჰილარიას და მის ულამაზეს შვილებს" -  რას წერს ცისანა საყვარლიშვილი ბოლდუინის ტრაგედიაზე?

"ალეკს და ჩემს ქმარს 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ ... ვიცნობ მის მეუღლეს ჰილარიას და მის ულამაზეს შვილებს" -  რას წერს ცისანა საყვარლიშვილი ბოლდუინის ტრაგედიაზე?

მთელი მსოფლიო დაამწუხრა, ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მომხდარმა ამბავმა. ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი დაიჭრა.

მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი. მედიაში გავრცელებული ამაღელვებელი ფოტოების შემდეგ, სრულიად მსოფლიო უთანაგრძნობდა ჰოლივუდის მსახიობს.

აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და ალეკ ბოლდუინთან შეხვედრას იხსენებს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ცისნა საყვარლიშვილი:

"პირველად ალეკი 2017 წელს გავიცანი. ჩვენთან მოვიდა შობის დღეს. ჩემმა მეუღლემ ჩემი თავი გააცნო, მან თქვა თავისი სახელი - ალეკი და გამიღიმა. თვალებში ვუყურებდი და ვფიქრობდი, ვახ, საიდან ვიცნობ ამ კაცს, ღმერთო ჩემო, რა ნაცნობი სახე აქვს, სად მყავს ნანახი? არავის არ უთქვამს ჩემთვის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი მოვიდოდა ჩვენთან.

სანამ ალეკი ჩემს ძვირფსს დედამთილს ტკბილად ესაუბრებოდა და ჩემს მიერ მომზადებულ საშობაო ორცხობილას აგემოვნებდა, ჩემმა მეუღლემ მითხრა ვინც იყო და კინაღამ გადავირიე სიხარულისგან. ვგიჟდები ფილმზე #WorkingGirl და ალეკი ისეთი სიმპატიურია ამ ფილმში. მისი მონაწილეობით ყველა ფილმი მიყვარს. თუ გახსოვთ, #GogaTV-ის გვერდიდან ჩაგერთეთ ლაივში მაგ დღეს და შობა მოგილოცეთ სრულიად საქართველოს ჰემპტონებიდან.

ასე დაიწყო ჩემი და ალეკის მეგობრობა. ვიყავი მისი #Podcast-ების ჩაწერაზე ნიუ-იორკში, #hamptonfilmfestival-ის ყველა საღამოზე, აქტიურად ვაზიარებდი სიახლეებს მის საქმიანობაზე სოციალურ ქსელში. მას და ჩემს ქმარს 30 წლის მეგობრობა აკავშირებთ.

მე და ალეკს კი 4 წლის. მისი დიდი მადლიერი ვარ. ალეკმა დაწერა ულამაზესი წერილი ჩემზე და საემიგრაციოს გაუგზავნა. მახსოვს “გრინ კარტის” გასაუბრებაზე, როცა საემიგრაციო ოფიცერი ალეკის წერილს კითხულობდა, სახე სიხარულით ევსებოდა. ასე ვთქვათ, მისმა წერილმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე დღეს “გრინ კარტა” მაქვს.

ამ ფაქტის მერე უფრო მეტად ვაფასებ, ამ ძვირფას ადამიანს. მერე ჯაჯომ ჩაწერა გადაცემისთვის და მახსოვს როგორ გულის ფანცქალით ველოდებოდით ყველანი მის მოსვლას. ვიცნობ მის მეუღლეს, ჰილარიას, მის ულამაზეს შვილებს და მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ბევრის დაწერა შემიძლია ალეკზე. ვინც არ იცნობს, ამბობს რომ ბრაზიანი კაცია, არადა, ძალიან თბილი და კეთილი გული აქვს. ვგიჟდები ჩვენს მოკლე საუბრებზე დილაობით, როცა ”კოფი შოპ ჯეკიში” ვხვდებით. ძალიან მიყვარს და მინდა რომ გამაგრდეს და არ ინერვიულოს. საშინელი ტრაგედია მოხდა და უზომოდ ვწუხვარ. მას ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული აქვს. ძვირფასო ალეკ, მინდა რომ კარგად იყო. გვიყვარხარ. სისი და სასი" - წერს საყვარლიშვილი.