ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებისა და მისი მკურნალობის მეთოდებზე საუბრობს:
"რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა მარტივი და ბევრჯერ გამეორებას საჭიროებს:
- "გადასხმები" არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება!
- ანტიბიოტიკები არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება!
- ხველა არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება ანტიბიოტიკი!
- და საერთოდაც, კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად სჭირდება რაიმე წამალი!
- კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება!
- კოვიდის მქონე პაციენტში კომპიუტერული ტომოგრაფიით პნევმონიის დიაგნოზი (და რომელიმექულით შეფასებული დაზიანება) ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება ანტიბიოტიკი!
- კოვიდის დიაგნოზი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი!
- არც D დიმერის ნებისმიერი მომატება არ ნიშნავს, რომპაციენტს ჭირდება „სისხლის გამათხელებელი“მედიკამენტი!
- პაციენტს, რომელიც ბინაზეა და არ ჭირდება ჟანგბადი,არ ჭირდება დექსამეტაზონი!
- დექსამეტაზონის გამოყენებას შეიძლება სერიოზული გართულებები ქონდეს და ამიტომ თვითნებურად მისი გამოყენება არ შეიძლება!" - წერს ბუწაშვილი.