ავტორი:

სააკაშვილის მხარდამჭერები სარფიდან რუსთავის ციხემდე ფეხით მიდიან

სააკაშვილის მხარდამჭერები სარფიდან რუსთავის ციხემდე ფეხით მიდიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სარფიდან რუსთავის მიმართულებით ფეხით მიემართებიან.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული მოქალაქეები ამ წუთებში, ბათუმის ბულვარში აქციაზე იმყოფებიან.

ცნობისთვის, ბათუმის ბულვარში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ლიდერები აქციას მართავენ. მათივე განცხადებით, მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.