ავტორი:

"უფლება არ გვაქვს, ჩვენი მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ, უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება!" - ლვოვის მერი სააკაშვილზე

"უფლება არ გვაქვს, ჩვენი მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ, უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება!" - ლვოვის მერი სააკაშვილზე

არ გვაქვს უფლება, ჩვენი მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება!- ამის შესახებ ქალაქ ლვოვის მერი ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ფეისბუქზე წერს.

მისივე განმარტებით, სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

„ლიზა იასკო გუშინ იყო მიხეილ სააკაშვილთან. გადმოგვცა მოკითხვა, საღამოს მისი მდგომარეობა გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ხარისხიან სამედიცინო დახმარებას. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხის ღირსება იქნება უფრო მაღლა, ვიდრე ანგარიშსწორების სურვილი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება! - აცხადებს ლვოვის მერი.