ავტორი:

"ურთულესი დღეები დაძლია" - ბათუმში, კორპუსის ნგრევის დროს გადარჩენილი კაცი კლინიკიდან გაწერეს

"ურთულესი დღეები დაძლია" - ბათუმში, კორპუსის ნგრევის დროს გადარჩენილი კაცი კლინიკიდან გაწერეს

ბათუმში, 8 ოქტომბერს, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცი, ზვიად თავდგირიძე კლინიკიდან გაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის სამედიცინო პორტალი ფოტოსთან ერთად აქვეყნებს.

"8 ოქტომბრის ნანგრევებიდან დღემდე ურთულესი დღეები დაძლია ზვიად თავდგირიძემ.... დღეს პაციენტი ჯანმრთელი გაეწერა მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალიდან მედცენტრი / MedCenter.

ჩვენს ქალაქს ჰყავს მეომარი ექიმები, 8 ოქტომბერს პირველივე წუთიდან მათი მზაობა და ჩართულობა პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ყველა ფიზიკური ტკივილის გამარჯვებაზე ძალიან დიდი იყო , გამარჯვება მოახერხა მედცენტრის მაღალი დონისა და შესაძლებლობების გუნდმა .... მადლობა სამედიცინო გუნდს ამ სიცოცხლისათვის, სრულიად ბათუმს რომ აჩუქეთ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.