პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ "ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, არის გულის გაჩერების რისკი." ციხის კლინიკა კი ვერ პასუხობს შესაბამის მოთხოვნებს.
"დღეისთვის უკვე დამამშვიდებელი, ან დამაიმედებელი განცხადებების გაკეთება შეუძლებელია, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ მივმართოთ საზოგადოებას და საქართველოს ხელისუფლებას.
ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და კონსიულიუმის მხრიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროში შედგა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ ყოფილა განხილვა სამოქალაქო კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსილიუმის დასკვნას,
ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოადგენს კონსილიუმით განსაზღვრულ C კატეგორიის შერეულ მულტიფუნქციურ კლინიკას, არ არის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა.
არსებობს ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, არის გულის გაჩერების რისკი და შესაბამისად, ციხის კლინიკაში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე, ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, აღნიშნული ამ კლინიკაში არის შეუძლებელი", - აცხადებს გვარამია.
ცნობისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლის შემდეგ, პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 24 დღეა შიმშიბლობს. ექსპრეზიდენტი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში იმყოფება.