ავტორი:

"ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით" - მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას აქვეყნებს

"ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით" - მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას აქვეყნებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი მიმართვა ქვეყნდება:

"ჩემო საყვარელო სამეგრელო, როგორი მადლიერი ვარ თქვენი სიმამაცით, სიტყვებით მიჭირს გადმოვცე... როდესაც თქვენ შემართებას ვუყურებ, გული სიამაყით მევსება და ძალას მმატებს...ჩემო საყვარელო ბათუმელებო, მადლობა დიდი სიყვარულისთვის, თანადგომისთვის და სოლიდარობისთვის...

მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მე აქ დავბრუნდი თქვენთან ერთად გამარჯვებისთვის და როდესაც დღეს, ჩემს საპყრობილესთან თქვენს შემართებას ვხედავდი, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი - მინდა ყველას მალე პირადად გადაგიხადოთ მადლობა.

აუცილებელია 30 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, გამოვხატოთ ჩვენი ნება და დავიცვათ უბნები.გამარჯვება სულ ახლოსაა,

ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას" - ვკითხულობთ წერილში.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილი უკვე 24 დღეა შიმშილობს.