ავტორი:

მსოფლიო პატრიარქი ჰოსპიტალიზებულია

მსოფლიო პატრიარქი ჰოსპიტალიზებულია

პატრიარქი ბართლომე აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს,- ინფორმაციას ამერიკის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსის ეპარქია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარებამდე უწმინდესმა თავი შეუძლოდ იგრძნო ხანგრძლივი ფრენისა და გადატვირთული გრაფიკის გამო.

ექიმმა პატრიარქზე დაკვირვების მიზნით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, ღამე საავადმყოფოში გაატარა. მას, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.