ავტორი:

ტოპ 5 წიგნი ელიფ შაფაქის შემოქმედებიდან, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო

ტოპ 5 წიგნი ელიფ შაფაქის შემოქმედებიდან, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო

ამბიციური და ნიჭიერი მწერლის, ელიფ შაფაქის წიგნები უკვე მთელ მსოფლიოში იკითხება. მას ყველგან პატივს სცემენ, მაგრამ მშობლიურ ქვეყანაში - თურქეთში, სკანდალურ ავტორად მიიჩნევენ. თავის რომანებში ელიფი საუბრობს თურქი საზოგადოებისთვის რთულ თემებზე, გენდერულ თუ სხვა სახის უთანასწორობის საკითხებზე. რომანის „სტამბოლელი ნაბიჭვარი“ გამოცემის შემდეგ, რომელშიც ნახსენები იყო სომხების გენოციდი, შაფაქი ორჯერ დაადანაშაულეს ერის შეურაცხყოფაში და ბეწვზე გადაურჩა სამწლიან პატიმრობას.

The New York Times-თან ინტერვიუში შაფაქმა აღიარა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე წიგნები მისთვის მთავარი ნუგეში იყო. ევროპაში დაბადებული თურქი გოგონასთვის, რომელიც უმამოდ გაიზარდა და ჯერ კიდევ ბავშვობაში წავიდა ემიგრაციაში თურქეთში, არამეგობრულ და მოსაწყენ სამყაროში, ლიტერატურა მისთვის ნამდვილ ხსნად იქცა.

25 ოქტომბერს, ელიფ შაფაქის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, 25 ოქტომბრიდან „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და საიტზე palitral.ge შეგიძლიათ ისარგებლოთ 30% იანი ფასდაკლებით ელიფ შაფაქის წიგნებზე.

ტოპ 5 წიგნი ელიფ შაფაქის შემოქმედებიდან, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო:

სიყვარულის 40 წესი

ეს წიგნი ეფუძნება ელიფ შაფაქის ისტორიულ კვლევას, რომელიც მან საკუთარი სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში მოამზადა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაყიდულია 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი, აქედან 200 000 გამოცემიდან 1 თვეში გაიყიდა. "სიყვარულის ორმოცი წესი" დღემდე ინარჩუნებს ბესტსელერის სტატუსს თურქეთსა და საფრანგეთში და დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველშიც. ნაწარმოები ორი ერთმანეთის პარალელურად განვითარებული ისტორიისგან შედგება. მისი მთავარი გმირი თანამედროვე ამერიკელი ქალია, რომლის ცხოვრებაშიც ორი საოცარი სამყარო შემოიჭრა: სიყვარული და აღმოსავლეთი.

ევას სამი ქალიშვილი

პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი – აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ – ისეთი ვნებით, როგორც ეს 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ... და ამ ვნებებში ბოლომდე იხარჯებიან, როგორც მათი ასაკის ნებისმიერი ახალგაზრდა. ამ ასაკმა, მათმა გულწრფელობამ და უმანკოებამ თითქოს ყველა შეცდომა უნდა გააქარწყლოს, მაგრამ... პერი, შირინი და მონა – პირველმშობელი ევას სამი ქალიშვილი, კაცობრიობის მამოძრავებელი სამი ენერგია – ელიფ შაფაქის სულ ახალ რომანში მკითხველს დაუმტკიცებენ, რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს.

დაუსრულებელ გატაცებატა ღმერთი

რომანში „დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი“ მწერალი აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტების შესახებ მოგვითხრობს. ამჯერად მისი ყურადღება თანამედროვე სამყაროს ახალგაზრდებისადმია მიმართული: რა პრობლემები აქვთ მათ და როგორ ცდილობენ მათთან გამკლავებას, როგორ უყვართ თუ როგორ სძულთ, რისი გაკეთება უწევთ თვითდამკვიდრებისთვის.

ღირსება

წიგნი “ღირსება” წლის ბესტსელერია. ორიგინალში ინგლისურად არის დაწერილი და მოქმედებაც ძირითადად ლონდონში ვითარდება. ნაწარმოებში შაფაქი თურქულ-ქურთული ოჯახის სამი თაობის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებასაც გენდერი, კულტურა, ტრადიციები და ცრურწმენები განსაზღვრავს. ნაწარმოების მთავარი გმირი ესმა ტოპრაკია, რომელიც თავისი ძმის ციხიდან გამოსვლისთვის ემზადება; ძმის, რომელმაც დედამისი “ღირსების შელახვის მოტივით” მოკლა. „ღირსების“ ისტორია ესმას დედის, პემბეს და მისი ტყუპისცალის, ჯამილას დაბადებით იწყება. პემბე და ჯამილა ისეთ სოციუმში დაიბადნენ, სადაც ქალები მანამ აჩენენ შვილებს, სანამ ბიჭი არ ეყოლებათ და სადაც გოგოები სკოლაში არ დადიან, რადგან მათი მთავარი ფუნქცია არა სწავლა, არამედ გათხოვებაა. მათს საზოგადოებაში ჩადებულია ღირსების კოდი, რომელიც სხვა ყველაფერზე მაღლა დგას. ღირსება არის სახელი, რომელსაც მხოლოდ ბიჭებს არქმევენ.

ხუროთმოძღვრის შეგირდი

თქვენი მასპინძელია შუა საუკუნეების სტამბოლი, ჯადოსნური, ფერადოვანი, იდუმალებით მოცული, ბოსფორის პირას ნებივრად გაწოლილი ქალაქი, კაცთა ბედის მჭედელი, შემოქმედთა ასპარეზი... იგი თქვენ თვალწინ გლოვობს და ზეიმობს, ლოცულობს და იწყევლება, ფუფუნებაში ეფლობა და სიღატაკის მწარე პურს ჭამს, იწვის და დიდოსტატის ხელით კვლავ შენდება!