იუსტიციის სახლთან მოქალაქეების გრძელი რიგი დგას. მიზეზი სავარაუდოდ, ის გარემოებაა, რომ დღეიდან იუსტიციის სახლში სერვისის მიღება წინასწარი ჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.
"25 ოქტომბრიდან სერვისის მიღება შესაძლებელია ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე“, - აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე.