"რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას?!" - ასე უპასუხა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც შეეხებოდა "გეგმას" მხარდამჭერების მიერ სააკაშვილის "ციხიდან გამოხსნაზე."
"რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას?! რაზეა საუბარი. მთავარია, ადამიანის უფლებების დაცვა და მთავარია იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დაკავშირებულია პატიმართან", - აღნიშნა კობახიძემ.
"როგორი გეგმა ჰქონდათ და აქვთ - მისი ილუზიებით 30 ოქტომბერს მათი მხარდაჭერების გარკვეული მობილიზება მოხდებოდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან სააკაშვილს და "გაათავისუფლებდნენ". წარმოიდგინეთ როგორ ილუზიებში არიან, კაცი, რომელიც იყო დიდ ილუზიაში ჩამოვიდა და თავისი ფეხით შევიდა ციხეში, როგორი ბრიყვული და აბსოლუტურად გაუთვლელი და გაუგებარი გეგმა გააკეთეს და აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.