ავტორი:

"საპანიკო არ არის, სამუშაოები შეჩერებულია, ვიდრე გამაგრებითი სამუშაოები არ იქნება" - რას ამბობს კალაძე ლისის ფერდზე მიწის ნაწილის ჩამოშლის შესახებ

"საპანიკო არ არის, სამუშაოები შეჩერებულია, ვიდრე გამაგრებითი სამუშაოები არ იქნება" - რას ამბობს კალაძე ლისის ფერდზე მიწის ნაწილის ჩამოშლის შესახებ

"მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირი საპანიკო არ არის, არანაირი პრობლემა არ იქნება, ჩვენი სამსახურები ჩართულია", - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ლისის ფერდზე, მიწის მცირე ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ ადგილს კავშირი არ აქვს იმ კონკრეტულ სივრცესთან, სადაც მერიამ გარკვეული სამუშაოები აწარმოა.

"ეს იყო სამშენებლო სამუშაოების დროს დაზიანებული. ამ ადგილს საერთოდ კავშირი არ აქვს იმ კონკრეტულ სივრცესთან, სადაც ჩვენ გარკვეული სამუშაოები ვაწარმოეთ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირი საპანიკო არ არის. არანაირი პრობლემა არ იქნება, ჩვენი სამსახურები ჩართულია, ეს სამშენებლო კომპანია დაჯარიმებულია და სამუშაოები შეჩერებულია, სანამ გამაგრებითი სამუშაოები არ იქნება", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ლისის ფერდზე, სადაც მიწის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, დღეს გეოლოგები მივლენ. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კონსტრუქტორები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა და გამაგრების პროექტზე მუშაობა. ამასთან, ადგილზე მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ერთი კვირაა, რაც მშენებლობა გააჩერა.