ავტორი:

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებენ

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებენ

ჩინეთში, ქალაქებისა და პროვინციების ადგილობრივმა მთავრობებმა ქვეყნის მინიმუმ 5 პროვინციაში უკვე გამოაცხადეს, რომ 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს ვაქცინაციას ჩაუტარებენ.

იმუნიზაციის კამპანიის გაფართოება ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კოვიდ ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ხორციელდება.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ოთხი განსუში, სადაც დღეიდან ყველა ტურისტული ადგილი დაიხურა.

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 76% სრულადაა ვაქცინირებული. ხელისუფლება კოვიდ შემთხვევების გავრცელების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ახორციელებს.