ავტორი:

დადასტურდა თუ არა საქართველოში ახალი შტამი - რას ამბობს ამირან გამყრელიძე რუსეთში გავრცელებულ კორონავირუსის ახალ ვარიანტზე

დადასტურდა თუ არა საქართველოში  ახალი შტამი  - რას ამბობს ამირან გამყრელიძე რუსეთში გავრცელებულ კორონავირუსის ახალ ვარიანტზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „დელტა+“-ის მსგავსი, თუმცა, სხვა გენეტიკური ვარიანტის მქონე კორონავირუსის ახალი შტამი, ჯერჯერობით, საქართველოში არ დაფიქსირებულა.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება და ეს გარკვეულად ახალ შტამთანაა კავშირში.

„ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან და ის არ არის ე.წ. ყურადღების ქვეშ მყოფი შტამი. ის ცირკულირებს მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობლად რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც „დელტას“ ნაირსახეობაა „დელტა +“, მაგრამ ის „დელტა+“ არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ. სხვა გენეტიკური ვარიანტია.

რაც შეეხება შემთხვევებს, საქართველოში, დილით მონაცემებით, 4762 ახალი შემთხვევაა. ეს 1000 ერთეულით ნაკლებია წინა კვირის სამშაბათ დღესთან მიმართებით, მაგრამ როგორც ერთი კვირის, ასევე ორი კვირის ინციდენტობა ქვეყანაში გაზრდილია. იცით, რომ კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა პირველ ადგილზე იყო და უსწრებდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. დღეს მან გადაინაცვლა მეორე ადგილზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, თუმცა სიკვდილიანობის საშუალო მილიონ მოსახლეზე გაქვს 10 ერთეული, ზღვრული კი არის 8-9. კლება არის ამ მძიმე ინდიკატორის, მაგრამ ეს 43 შემთხვევაც ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე და რთულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.