ავტორი:

"ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი." - რას აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი

"ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი." - რას აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმები ჩაერთვებიან. მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, უცხოელ მედიკოსებს კონსულტაციები სააკაშვილის პირად ექიმთან ექნებათ და გადაწყვეტილებებს ამის შემდეგ მიიღებენ.

"ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, რომელიც არის უკრაინელი მედიკოსი. მათ ექნებათ კონსულტაციები სააკაშვილის პირად ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი ნახვის და ა.შ. საღი აზრის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარი ნერვიულობს სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობაზე, სწორედ ამან გამოიწვია, ის ინტერესი, რის გამოც ჩამოდიან საქართველოში”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება და "ქართველ ექიმებს მედიკამენტოზური მკურნალობით უჭირავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა".

"სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს და რეანიმატოლოგებს, რომლებაც ორჯერ გადაარჩინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე მადლობას უხდის კონსილიუმის ყველა წევრს, რომლებმაც დაწერეს დასკვნა. ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით სიახლე არ არის და მისთვის არაფერი არ უთქვამთ, თუმცა ეთანხმება მხოლოდ იმ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, სადაც გაუწევენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას”, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.