ავტორი:

უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა ოპოზიციონერ ნონა მამულაშვილს ჯერ ხელი აუქნია,  შემდეგ კი "ნაბიჭვარი“ უწოდა - ხმაური კომიტეტის სხდომაზე

უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა ოპოზიციონერ ნონა მამულაშვილს ჯერ ხელი აუქნია,  შემდეგ კი "ნაბიჭვარი“ უწოდა - ხმაური კომიტეტის სხდომაზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ხმაური იყო. უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა ოპოზიცინერ კოლეგა, ნონა მამულაშვილს ჯერ ხელი აუქნია, შემდეგ კი "ნაბიჭვარი“ უწოდა. ამასთან, მამულაშვილმა მას პასუხად დაუბრუნა, რომ "ნაბიჭვარი“ ჰყავს ოჯახი.

კამათი კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრაქცია "ლელოს - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა , სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის დაბარების საკითხი დასვა.

"კომიტეტის სხდომაზე ჩვენ მოვითხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოსვლა ზაფხულში. ეს გადაიდო ჩვენი მიზეზით იმიტომ, რომ ამერიკაში ვიყავით და ხელმეორედ გამოგიგზავნეთ მოთხოვნა. ტექნიკური მიზეზებით, რამდენიმე თვეა უარს აცხადებთ მინისტრის მოსვლაზე. ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს. თქვენს აპარატს უნდა ვთხოვოთ განგივმარტოს პროცედურა რატომ ამბობს უაარს.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში ვერ მოვიყვანეთ. მე ზაფხულში მოგმართეთ გადადების და არა გაუქმების მოთხოვნით. ფიქციად გაქვთ გადაქცეული კომიტეტის მუშაობა! საგარეო კომიტეტზე დღემდე საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ მოვიყვანეთ, იმისთვის, რომ გასცეს ჩვენს შეკითხვებს პასუხი. ველოდებით პასუხს, როდის მობრძანდება ბატონი ზალკალიანი საქართველოს პარლამენტში, რომ გასცეს პასუხები, რომელიც მასთან ოპოზიციას ძალიან ბევრი დაუგროვდა. უცნაურია, რომ საკუთარ ფუნქციად არ მიგაჩნიათ, კომიტეტის სხდომები რომ უზრუნველყოთ. რას მალავთ ზალკალიანს, გეშინიათ, რომ ტირილი არ დაიწყოს?“- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.