ავტორი:

"რასაც ხვალ აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება "ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე"- ნიკა მელია

"რასაც ხვალ აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება "ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე"- ნიკა მელია

"რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე," - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მელიას თქმით, 30 ოქტომბერს, მთელი თბილისი, დიდიან-პატარიანად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან.

„გუშინ, რაც ვიხილეთ ჩვენ რუსთავის ციხესთან, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ, მე და არამხოლოდ მე, 90-იანი წლების თბილისი გამახსენა ბევრი თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც ჰქონდა შესაძლებlობა ეხილა ეს კადრები იფიქრა, ეს ის საქართველოა, რომელიც მე აღარ მინდა, ეს ის საქართველოა, სადაც დაბრუნება აღარ მინდა. 30 ოქტომბერს, მთელი თბილისი, დიდიან-პატარიანად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან. ჩემი აზრით, რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე.

არაფერი არ იმალება ამ პატარა ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ძალდატანებით ექაჩებიან ბუღალტრებს, კანცელარიის თანამშრომლებს, დამლაგებლებს, საჯარო მოხელეებს, უნდათ თუ არ უნდათ, მიჰყავთ ეს ადამიანები აქციაზე. ეს ფილმი ნანახი გვაქვს, როდესაც შენს მიერ აქციაზე ძალდატანებით მიყვანილი ადამიანი თვალებით გეუბნება, კი ბატონო, ძალით გამომიყვანეთ თავისუფლების მოედანზე, მაგრამ რამდენიმე დღეში არჩევნებია და იქ გაგცემ საკადრის პასუხს, ეს მოხდება, ეს ყველაფერიც 30 ოქტომბრის შემდეგ უნდა დასრულდეს. “,- აღნიშნა მელიამ.