ავტორი:

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილის ფოტოები,  რომელიც ინტერნტესენსაციად იქცა - 15 წლის  შაილოს  გარეგნობაში ასახული ულამაზესი გენეტიკა

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილის ფოტოები,  რომელიც ინტერნტესენსაციად იქცა - 15 წლის  შაილოს  გარეგნობაში ასახული ულამაზესი გენეტიკა

ჰოლივუდის ვარსკვალვების, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილი, 15 წლის შაილო ჯოლი პიტი სოციალურ ქსელებში საზოგადოების განხილვის მთავარი თემაა. გოგონა დედასთან ერთად, ფილმ "Eternals”-ის პრემიერაზე ამჯერად რომში გამოჩნდა.

წლებია, რაც შაილო ჯოლი-პიტი ბიჭის სამოსს ირგებს, ახლა კი გოგონამ სტილის შეცვლა გადაწყვიტა და წითელ ხალიჩაზე კაბებით პოზირებს. როგორც ჩანს, შაილოს მობეზრდა მამაკაცური პიჯაკები და ფემინურ სამოსს ამჯობინებს.

ამგვარმა ცვლილებამ შაილოს მსგავსება დედ-მამასთან კიდევ უფრო ნათელი გახადა. როცა მას ვუყურებთ, ანჯელინასა და ბრედის ახალგაზრდობა გვიდგება თვალწინ.

ინტერნეტ სივრცეში შაილოს სტილის შეცვლით გამოწვეული ქაოსი გასაგები გახდება, თუ გავიხსენებთ მისი მშობლების ინტერვიუებს, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ გოგონას ბიჭური ტანსაცმელი, ე.წ. ბიჭის სათამაშოები მოსწონდა. ბრედ პიტმა 2008 წლის ინტერვიუში ოპრა უიმფრისთან თქვა, რომ შაილოს სურდა მისთვის ან ჯონი, ან პიტერი დაეძახათ.

მამის თქმით, გოგონამ სახელის შეცვლა პიტერ პენის სიყვარულის გამო მოინდომა. პიტის ისტორიას მოჰყვა ანჯელინას ინტერვიუ - "მას უნდა, რომ ბიჭი იყოს. ამიტომ, იძულებულები გავხდით, თმა შეგვეჭრა მისთვის“. მას შემდეგ, ფანების უმეტესობა შაილოს ჯონს ეძახდა და მისი ვიკიპედიის გვერდზეც ამ სახელით იყო გოგონა მოხსენიებული.

"კარგია, რომ შაილო საკუთარი თავის პოვნას ცდილობს. ჰოლივუდის ბავშვებში ხშირია თვითდესტრუქციული ქცევა იმის შიშით, რომ თავის მშობლებს არ ჰგავდნენ და თავი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში“ - წერენ მოზარდის ფოტოზე კომენტარებში.

მოამზადა ანა სიბოშვილმა