ავტორი:

სილამაზის ანტიკური საიდუმლოებები და მათი თანამედროვე ალტერნატივები

სილამაზის ანტიკური საიდუმლოებები და მათი თანამედროვე ალტერნატივები

ლაზერული ეპილაცია, ბოტოქსი, ჰიალურონის მჟავა, პრაიმერი, კონსილერი - ათასი წლის წინ ქალებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, კოსმეტიკური ტექნოლოგიების არარსებობის მიუხედავად, ძველი დროის ლამაზმანებზე იქმნებოდა ლეგენდები. კლეოპატრას წარმოუდგენელ გარეგნობაზე, დღესაც იღებენ ფილმებს. თავის მოვლის საიდუმლოებებს ანტიკურ პერიოდშიც ფლობდნენ ქალები და ყველა ეპოქაში ზრუნავდნენ საკუთარ სილამაზეზე.

ბევრ ადამიანს დღესაც აინტერესებს, როგორ უვლიდნენ კანს და თმას ანტიკურ ეპოქაში, როგორ ინარჩუნებდნენ ახალგაზრდობას და სხეულის ლამაზ ფორმებს ლეგენდარული ქალბატონები. როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა თავის მოვლის ხერხები და საშუალებები დღემდე. ამ სტატიაში ანტიკური პერიოდის ქალების სილამაზის საიდუმლოებებსა და მათ თანამედროვე ალტერნატივებს გაეცნობით, რომელსაც ესთეტიკური ინოვაციების საერთაშორისო კლინიკა „მედი“ გთავაზობთ.

ძველი ეგვიპტე

ეგვიპტელები ცნობილი იყვნენ მკვეთრი მაკიაჟის ხელოვნებით. არსებობს მტკიცებულებები, რომ ისინი სახის და სხეულის კანს საგანგებოდ უვლიდნენ. 4000 წლის წინაც კი, ეგვიპტელები იღებდნენ შხაპს, იკეთებდნენ ეპილაციას შაქრით და იცოდნენ მასაჟიც. ყველაზე ცნობილი ეგვიპტელი ლამაზმანი, კლეოპატრა რძის აბაზანებს იღებდა, რომ კანის ელასტიურობა და ახალგაზრდობა შეენარჩუნებინა. ანტიკური ეპოქის დედოფლები ახალგაზრდობის საიდუმლოს ფლობდნენ. ეს იყო ანტიასაკობრივი ნიღაბი თაფლით, რძითა და ალოეს წვენით. თმას კვერცხის გულით, თაფლით და ნუშის რძით იბანდნენ. ასეთი პროცედურა ამაგრებდა თმას და აძლევდა ბუნებრივ ბზინვარებას. კლეოპატრამ ასევე იცოდა სახის კრემის რეცეპტი, ალოეს, თაფლის და გამდნარი ცხოველური ცხიმის გამოყენებით.

ლაზერული ეპილაცია

თუკი ძველად ეგვიპტელი ლამაზმანები არასასურველ თმას შაქრის საშუალებით იშორებდნენ, დღეს თმის მოცილება მარტივად, უსაფრთხოდ და სამუდამოდ - ლაზერული ეპილაციითაა შესაძლებელი. ლაზერული ეპილაცია წარმოადგენს უსაფრთხო და სწრაფ საშუალებას არასასურველი თმის მოსაშორებლად. კლინიკა „მედიში“ გამოიყენება მეოთხე თაობის ალექსანდრიტის ლაზერი, რომელიც უკვე 20 წელია პაციენტებს დაუჯერებელ შედეგებს აძლევს. ალექსანდრიტის ლაზერით კანის ზედაპირი არ ზიანდება და ხდება რამოდენიმე ფოლეკულაზე ერთდროულად ზემოქმედება (თმის მოშორება შედარებით დიდი ზონიდან დროის მოკლე პერიოდში).

ძველი საბერძნეთი

საბერძნეთი დღემდე ცნობილია თავისი ზეთის ხილის ბაღებითა და ზეითუნის ზეთის წარმოებით, რაც უძველესი დროის სილამაზის მთავარ რეცეპტს წარმოადგენს. ათასობით წლის წინ, ბერძენი ქალები ზეითუნის ზეთს იყენებდნენ თმისთვისაც და კანის დასატენიანებლადაც. ისინი ათბობდნენ ზეითუნის ზეთს, ისვამდნენ მას კანზე, თითების წრიული მოძრაობით და ნახევარი საათი იჩერებდნენ. ძველი საბერძნეთის კიდევ ერთი სილამაზის საიდუმლო, რომელიც თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ახლაც გამოიყენება - სამკურნალო თიხის სასწაულებრივი თვისებებია, რომელიც თავად ჰიპოკრატემ აღმოაჩინა. თავის სამედიცინო ტრაქტატებში წერდა დაკვირვებების შესახებ, რომ თეთრი თიხა ხელს უწყობს ანთების და სიწითლის აღმოფხვრას კანზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს თმას, ხოლო ლურჯი თიხა ასუფთავებს კანს, ამცირებს აკნეს და ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.

პილინგის ეფექტისთვის, ბერძენი ქალები იყენებდნენ ზღვის მარილს, რომელსაც სქელ ნაღებს ურევდნენ. ისვამდნენ მას სახეზე, როგორც სკრაბს და შემდეგ იბანდნენ.

სახის ულტრაბგერითი პილინგი

დღეისათვის, სახის წმენდის არაერთი პროცედურა არსებობს, რომელთა შორისაა ულტრაბგერითი პილინგი. აპარატის ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით ხდება ქსოვილების მიკრო მასაჟი, რაც ღრმად ასუფთავებს კანს გარქოვანებული ეპიდერმისისაგან, გამოაქვს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ცხოველქმედების პროდუქტები, მაკიაჟის ნარჩენები, შავი კამედონები, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ულტრაბგერითი წმენდა 15 წუთის განმავლობაში ასუფთავებს კანს. რიგ შემთხვევაში შეირჩევა ინდივიდუალური პროგრამა კანის ტიპის მიხედვით.

ძველი ჩინეთი

უძველესი დროიდან, თეთრი კანი ჩინეთში სილამაზის უმაღლეს პარამეტრად ითვლებოდა. გარუჯვის მოდამ ჩინელ ქალებს გვერდი 21 საუკუნეშიც აუარა. რაც უფრო ღიაა კანი, მით უკეთესია. ამიტომ, უმრავლესობა ძველი ჩინური სილამაზის საიდუმლოებებისა, ორიენტირებულია სითეთრის შენარჩუნებაზე და ღია ფერის კანის მოვლაზე. მაგალითად, „ფაიფურის კანის“ ეფექტის მისაღებად, ჩინელი ქალები კვერცხის ცილის და თაფლის ნიღაბს იყენებდნენ, რომელიც ფორებს კეტავდა და კანს ათეთრებდა. ჩინელი იმპერატორი ქალი - ცისი, კანის გასათეთრებლად იყენებდა მარგალიტის ფხვნილისა და ყვავილის ექსტრაქტებისგან დამზადებულ ნიღაბს. ის ყოველ დილით იკეთებდა სახის მასაჟს ნეფრიტის რგოლებით, რაც ჩინელების აზრით, სამკურნალო თვისებებით იყო დაჯილდოვებული.

ბიორევიტალიზაცია

ბიოსტიმულაცია (ბიორევიტალიზაცია) კანის გაახალგაზრდავების თერაპიული მეთოდია, რომლის დროსაც ხდება კანის სტრუქტურული გაჯანსაღება, გამკვრივება და დატენიანება. ბიორევიტალიზაციის პროცედურისას ხდება კანისა და კანქვეშა ქსოვილების გამდიდრება ჰიალურონის მჟავით, რომელიც პასუხისმგებელია ლამაზი და ჯანსაღი კანის შენარჩუნებაზე. პროცედურის შემდგეგ საგრძნობლად იცვლება კანის სტრუქტურა, ხდება გლუვი, ელასტიური და დატენიანებული. გარდა ამისა მცირდება წვრილი ნაოჭების რაოდენობა და კანს უბრუნდება ჯანსაღი ფერი.

ძველი სლავები

სლავ ქალთა სილამაზეზე არანაკლები ლეგენდები დადიოდა, ვიდრე ბერძნებზე. ადგილობრივ ქალებს სილამაზის და ახალგაზრდობის თავიანთი საიდუმლოებები ჰქონდათ. მაგალითად, გოგონები დილაობით გვირილის ან ასკილის ნახარშით იბანდნენ პირს. ნიღბის სახით იყენებდნენ რძეს, არაჟანს, ნაღებს და კვერცხის გულს. სახის კანის გასათეთრებლად ამზადებდნენ ოხრახუშის ნახარშს, ან კიტრის წვენს. აბანო - ძველი სლავების სხეულის სილამაზის და ახალგაზრდობის განუყოფელი რეცეპტი იყო. რეგულარული ვიზიტი საუნაში აჩქარებს მეტაბოლიზმს და სისხლის მიმოქცევას, კანს ხდის ელასტიურს და პრიალას.

კრიოლიპოლიზი

კრიოლიპოლიზი -არის სხეულის საკორექციო, არაინვაზიური მეთოდი, რომელიც წვავს და ამცირებს ცხიმოვან ქსოვილებს განსაკუთრებულად პრობლემურ ლოკალურ ზონებში, რომელიც ცხიმისკენაა მიდრეკილი (მუცელი, გვერდები, მკლავები, თეძოები და ა.შ).

ZELTIQ ერთადერთი უსაფრთხო, სამედიცინო დანიშნულების ორიგინალი აპარატია, რომელსაც შეუძლია უპრობლემოდ გაუმკლავდეს გაცხიმოვნებას, მისი ეფექტურობა დამტკიცებულია ა.შ.შ-ის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე. მეთოდის არსი კი მარტივია: ცხიმოვანი ქსოვილების მაღალი მგრძნობელობა ყინვაზე(დაბალ ტემპერატურაზე) კონტროლირებადი მოყინვით ხდება კანქვეშა ლიპიდური ქსოვილის ზომაში შემცირება, დაშლა და გამოდევნა კანის მთლიანობის დარღვევისა და დაზიანების გარეშე.

  • ეფექტი შესამჩნევია პროცედურის დასრულებისთანავე (ცხიმების 40% პროცენტი იწვება)
  • საბოლოო შედეგი დგება 2-3 თვის შემდეგ
  • შედეგი მზარდია და ხანგრძლივი

R