გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების #12 დაწესებულების დატოვების შემდეგ გააცნო.
როგორც სააკაშვილი ამბობს, ის რუსთავის #12 დაწესებულებაში დარჩენას აპირებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად.
"როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები სანამ ამ სიტუაციას ან ჩემი სიკვდილი ან ჩემი თავისუფლება არ დაასრულებს. ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, - ამბობს სააკაშვილი.