საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა მის "ფეისბუქგვედზე" ქვეყნდება, რომელშიც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მისი თქმით, ივანიშვილს მისი საავადმყოფოში გადაყვანის ეშინია.
"მივმართავ ივანიშვილს - ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა. შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე", - წერს სააკაშვილი.