21 წლის ჯოშ კავალო პირველია მოქმედი ფეხბურთელებიდან, რომელმაც ღიად ისაუბრა საკუთარ ორიენტაციაზე და აღიარა, რომ გეია. ჯოშ კავალო ავსტრალიური საფეხბურთო გუნდის Adelaide United-ის წევრია.
"მე ვარ ფეხბურთელი და ვარ გეი. მხოლოდ ის მინდა, რომ ფეხბურთი ვითამაშო და მეც ისე მომექცნენ, როგორც ყველას", - ამბობს კავალო "ტვიტერში" გამოქვეყნებულ პოსტში.
ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, აქამდე ორმაგი ცხოვრებით იცხოვრა და ახლა კმაყოფილია, რომ საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბარი გაბედა.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="und" dir="ltr"><a href="https://t.co/CwrfpeWRVL">pic.twitter.com/CwrfpeWRVL</a></p>— Josh Cavallo (@JoshuaCavallo) <a href="https://twitter.com/JoshuaCavallo/status/1453172151914168320?ref_src=twsrc%5Etfw">October 27, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
"მე უკვე 6 წელია ვებრძვი საკუთარ თავს და მიხარია, რომ ახლა აღარ მომიწევს ამის გაკეთება. მეგონა, თუ ხალხი გაიგებდა, რომ ჰომოსექსუალი ვარ, სხვანაირად შემომხედავდა და დამცინებდა, მაგრამ ეს არ გამოდგა სიმართლე. პირიქით, ახლა მეტი პატივისცემა და დაფასება ვიგრძენი ყველასგან“, - ამბობს სპორტსმენი.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი მოთამაშე ფიქრობს, რომ წარმატებული კარიერისთვის, აუცილებლად ორიენტაციის დამალვაა საჭირო, ან საერთოდ, სპორტზე ხელის ჩაქნევას არჩევს. ჯოშს სურს აჩვენოს ასეთ სპორტსმენებს, რომ შესაძლებელია იყო გეი და იყო წარმატებული.
აღსანიშნავია, რომ აქამდე მხოლოდ ვეტერან ფეხბურთელებს უსაუბრიათ ღიად თავიანთი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, აქტიურ ფეხბურთელებში კი ეს პირველი შემთხვევაა. სწორედ ამიტომ, ჯოშ კავალო დღეს მედიის ყურადღების ცენტრშია.
სოციალურ მედიაში ჯოშის პოსტს დადებითი შეფასებები მოჰყვა. მას მთლიანი გუნდისგან ჰქონდა მხარდაჭერა, რომ თავისუფლად ესაუბრა საკუთარ ორიენტაციაზე, მაგალითი მიეცა სხვა მოთამაშეებისთვის და ეჩვენებინა, რომ არაა სირცხვილი გქონდეს განსხვავებული ორიენტაცია.
წყარო BBC.com
მოამზადა ანა სიბოშვილმა