ავტორი:

"ამ სირთულესაც ერთად გადავლახავთ" - ედუარდ სააკაშვილის ოჯახური ფოტო მისი "ფეისბუქიდან"

"ამ სირთულესაც ერთად გადავლახავთ" - ედუარდ სააკაშვილის ოჯახური ფოტო მისი "ფეისბუქიდან"

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ედუარდ სააკაშვილი საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მან პატიმრობაში მყოფი მამა რამდენიმე დღის წინ მოინახულა და აღნიშნა, რომ მათთვის პრიორიტეტულია, რომ "ჯანმრთელი მიშა იხილონ".

მიხეილ სააკაშვილი 27-ე დღეა შიმშილობს. პარალელურად საზოგადოება აქტიურად განიხილავს მისი პირადი ცხოვრების დეტალებს. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ მას ახალი სიყვარული ჰყავს და მისი ყველა ძველი ურთიერთობა დასრულებულია. სააკაშვილის რჩეული უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკოა.

ექსპრეზიდენტის გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე ცოტა ხნის წინ ედუარდ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა.

"ამ სირთულესაც ერთად გადავლახავთ... #თავისუფლებამიშას" - წერს ედუარდ სააკაშვილი ფოტოზე, სადაც ის დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად არის გადაღებული.