ავტორი:

თბილისის მეტრო გადატვირთულია - კადრები "ვაგზლის მოედნიდან" (ვიდეო)

თბილისის მეტრო გადატვირთულია - კადრები "ვაგზლის მოედნიდან" (ვიდეო)

"ქართული ოცნების" შემაჯამებელი შეკრების დასრულების შემდეგ თბილისის მეტრო გადატვირთულია. განსაკუთრებით გაძნელებულია გადაადგილება მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე", სადაც მეორე ხაზიდან პირველ ხაზზე გადასვლა მგზავრებს შეფერხებით უწევთ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების” მხარდასაჭერი აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. პარტიის შემაჯამებელ აქციაზე, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა იმყოფებოდა. აქცია 17:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დასრულდა.