ავტორი:

"შეაგულიანეს ამომრჩეველი და დასავლეთს დაანახეს, რომ მხარდამჭერები არ მოკლებიათ" - ექსპერტის შეფასებით "ოცნების" აქციას ორი ადრესატი ჰყავდა

"შეაგულიანეს ამომრჩეველი და დასავლეთს დაანახეს, რომ მხარდამჭერები არ მოკლებიათ" - ექსპერტის შეფასებით "ოცნების" აქციას ორი ადრესატი ჰყავდა

ამ აქციას ორი ადრესატი ჰყავდა - ერთი იყო საქართველოს მოსახლეობა, უშუალოდ მისი ამომრჩეველი, რომელსაც სჭირდებოდა შეგულიანება მეორე ტურის ფარგლებში და ციხეში მყოფი სააკაშვილის პირობებში, მეორე - დასავლეთი, - ასე აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" "ქართული ოცნების" საარჩევნო შეკრებას.

მისი თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არ აქციისთვის დახარჯა, როგორც ბევრი ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსი.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ეს შეკრება ორიენტირებული იყო პარტიის ამომრჩეველსა და დასავლეთზე.

ლაგაზიძის განცხადებითვე, დღეს „ქართული ოცნება“ კრიმინალს შეეზარდა.

"დღევანდელი აქციის მიზანი იყო, რომ შეეგულიანებინა საკუთარი ამომრჩეველი. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის დახარჯა ამდენი ფინანსები და ამდენი ადამიანური რესურსი. ირიბი მიზანი ისიც გახლდათ, რომ დასავლეთს დაენახა, „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები არ მოკლებია, რადგან 30 ოქტომბრის შემდეგ, დასავლეთის პოზიციაც იქნება მნიშვნელოვანი. თუმცა, შეიძლება არ იყოს ისეთი გადამწყვეტი, როგორიც იყო ხოლმე სხვა არჩევნების დროს. გვახსოვს, საქართველოში არაერთი არჩევნები ჩატარებულა, რომლესაც, ფაქტობრივად, ორი ამომრჩეველი ჰყავდა - ერთი საქართველოს მოსახლეობა და მეორე დასავლეთი, რომლის დასტურითაც ცხადდებოდა შემდეგ არჩევნების შედეგები. რამდენად აქტიური იქნება ამჯერად დასავლეთი, ამას ოქტომბერში ვნახავთ. ორი ადრესატი ჰყავდა ამ აქციას, ერთი იყო საქართველოს მოსახლეობა, უშუალოდ მისი ამომრჩეველი, რომელსაც სჭირდებოდა შეგულიანება ამდენი მეორე ტურის ფარგლებში და ციხეში მყოფი სააკაშვილის პირობებში და მეორე - დასავლეთი. ხალხი იყო მართლაც ბევრი, მაგრამ ეს არავის გაკვირვებია, რადგან ობიექტურად, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ამომრჩეველი და ბრმა უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ დაინახო.

კიდევ ერთი, რაც ყველაზე საშიში რამ გახლავთ და ხელწერა ამ ხელისუფლების, ეს არის კრიმინალი, რომელიც შეეზარდა „ქართულ ოცნებას“ - სად იწყება ხელისუფლება და სად მთავრდება კრიმინალი და პირიქით, საუბედუროდ დღეს ეს უკვე ძნელად გამოსარჩევია და ამის არაერთი ფაქტი არსებობს“, - “, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება შესაძლო კოალიციურ მთავრობას, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დასავლეთის ის მხარდაჭერა აღარ ექნება, რაც 2003 წელს ჰქონდა.

"ეს ის დასავლეთი არ არის, რომელიც "ნაციონალებს“ ხელისუფლებაში ისეთი აღტკინებით მიესალმება და ისე გადაუშლით პარტნიორულ გულმკერდს, როგორც ეს გააკეთა 2003 წლის დასავლეთმა. ის მართლაც გამადიდებელი შუშით დააკვირდება და ძალიან ფრთხილი იქნება, სანამ გარკვეულ იმედებს და ინდულგენციებს გასცემს ახალი ხელისუფლების მისამართით - ეს არის ორი ფუნდამენტური განსხვავება, რომელიც თეორიულად, მომავალ კოალიციურ ფორმატში, „ნაციონალურ მოძრაობას“ განასხვავებს 2003 წლის „ნაციონალური მოძრაობისგან,“ რომელსაც სრული კარტ-ბლანში ჰქონდა“, - აღნიშნა ექსპერტმა.