ავტორი:

საფრანგეთის ხელისუფლება ლუკაშენკოსა და მის ოჯახს ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებს - "მიგრანტები ჯერ მინსკში გადაჰყავთ, შემდეგ კი ევროპის ქვეყნებში"

საფრანგეთის ხელისუფლება ლუკაშენკოსა და მის ოჯახს ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებს - "მიგრანტები ჯერ მინსკში გადაჰყავთ, შემდეგ კი ევროპის ქვეყნებში"

საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი ოჯახი "ადამიანებით ორგანიზებული ვაჭრობის" უკან დგას.

საუბარია მიგრანტების ტრეფიკინგზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადება გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კლემენტ ბონიმ, რომლის თქმითაც ლუკაშენკოს ოჯახი უშუალოდაა ჩართული ევროპაში მიგრანტების შეყვანით.

"ამ ადამიანებით ვაჭრობა ორგანიზებულია უშუალოდ ლუკაშენკოს ოჯახის მიერ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროკავშირში, კომერციული ავიარეისების და წინასწარ განსაზღვრული მარშრუტების გამოყენებით", - ამბობს კლემენტ ბონი.

როგორც ფრანგული გამოცემა www.cnews.fr წერს, ევროპაში ეჭვობენ, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოსა და მისი ოჯახის ხელშეწყობით მიგრანტები შუა აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან თვითმფრინავით

ჯერ მინსკში გადაჰყავთ, ხოლო შემდეგ, ლიეტუვაში, ლატვიაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში.

წყარო: www.cnews.fr