ავტორი:

"ბერმუდის სამკუთხედი", საუკოვანი ჯარას სკები და "მეიდან ოდა" - ცნობილი ფოტოგრაფის მისტიური მოგზაურობა და აქამდე უცნობი ამბები მაღალმთიან აჭარაზე

"ბერმუდის სამკუთხედი", საუკოვანი ჯარას სკები და "მეიდან ოდა" - ცნობილი ფოტოგრაფის მისტიური მოგზაურობა და აქამდე უცნობი ამბები მაღალმთიან აჭარაზე

ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა წლებია, რაც საქართველოს სხადასხვა რეგიონში ფოტოკამერით ხელში მოგზაურობს, ამჟამად ის მაღალმთიან აჭარის ტურისტულად უცნობ მთა "საბერწიას'' სტუმრობდა. საოცარი მისტიკური მთების ფოტორეპორტაჟმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

AMBEBI.GE-მ სწორედ ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით ფოტოხელოვანთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:

გიორგი ნიკოლავა:

- თავდაპირველად მოგზაურობა დავიწყე, რადგან უკეთ შემეცნო საქართველოს კუთხეები, მთები, სოფლები და მათი ისტორია.. აჭარა განსაკუთრებით მიზიდავს, ჩემთვის მაღალმთიანი აჭარა ამოუწურავი თემაა, ყოველ წელს გაოცებული ვბრუნდები. წელს განსაკუთრებით საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა, საბერწიას მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, შავშეთის ქედის ჩრდილო კალთაზე ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარეობს. ამ მთის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გამიჩნდა როცა შევიტყვე, რომ კლდეზე საუკოვანი ჯარას სკებია განლაგებული. მეგზურობა ადგილობრივმა შესანიშნავმა პიროვნებამ ამირან გოგიტიძემ გამიწია.

სოფლიდან გეზი საბერწიის მთისკენ ავიღეთ, გზა შუაგულ ტყეში იყო გაჭრილი. უფრო და უფრო რთულდებოდა ასვლა. ჩვენი პირველი გაჩერება ჯარას სკები იყო, მაღალ კლდეზე შეფენილი ხის მორისგან გამოთლი სკები ზღაპრულ გარემოს ქმიდა. სკები ისეთ სიმაღლეზე არის მოთავსებული, სადაც მას დათვები ვერ შესწვდება. ამ სიმაღლეზე ასვლას დიდ სიმამაცეს მოითხოვს. "ჯარა" უძველესი ტრადიციული ქართული სკაა, რომელიც ბუნებრივად მიმსგავსებულია თავდაპირველ ფუტკრის საცხოვრის ხის ფუღუროს. სკა ცაცხვის ხისგან მზადება, ვინაიდან ცაცხვი ადვილი დასამუშავებელია და თანაც მსუბუქი მერქანია. კლდეზე საყრდენად გამოყენებულია იშვიათი ხე "უთხოვარი' ,რომელიც დღემდე ხარობს ამ მხარეში. მსოფლიოში ცოტა ადგილი მოინახება, სადაც ველური ფუტკრიდან ადამიანი თაფლს აწარმოებს. საზღვარგარეთ ჯარას სკების მიმართ ინტერესი დიდია, რადგანაც ბიო თაფლად მიიჩნევენ. თანამედროვე სკებისგან განსხვავებით ჯარაში ფუტკარი თავად აშენებს ფიჭას, როგორც მეგზურმა განმიმარტა, შარშან ექსპორტზე თაფლი ამერიკასა და კანადაში ექსპორტზე გაუტანიათ. ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბოლო წლებში ანალოგიური სკები სოფლებში სახლთან ახლოსაც განალაგეს, სადაც დათვებისგან უფრო მეტად არის დაცული.

გიორგი ნიკოლავა

- საბერწიას მთაზე გვიამბეთ, რით არის გამორჩეული ?

- ცუდი გზის გამო 10 კილომეტრის გავლას საათნახევარი დასჭირდა. გზაზე ნისლი ჩამოწვა, რაც მოგზაურობა უფრო მისტიკურს ხდიდა. ბოლო მონაკვეთი ძალიან გავდა თუშეთის გზას. ასვლიდან მალევე გამოჩნდენ ადგილობრივი მემთეურები. სტუმრის მოსვლა გაუგიათ და მალევე მინდვრად სახელდახელოდ სუფრაც გაიშალა. მემთეურები სოფლიდან მთაში მაისიდან სექტემბრამდე ამოდიან, რძის პროდუქტებს აწარმოებენ ზამთრისთვის. კარავში დარჩენას ვაპირებდი, თუმცა მალევე გადამაფიქრებინეს, მეგზურმა მისი სახლი დამითმო. იმ დღეს ამინდი ცხრაჯერ შეიცვალა, გაწვიმდა, ბუნებამ სეტყვაც არ დაიშურა, ნისლმა მოიცვა მთები, აღარაფერი ჩანდა... შებინდებადე ცოტა დრო იყო დარჩენილი, უეცრად გაიფანტა ნისლი და ღრუბლების ზღვა გამოჩნდა. უმალვე გორაზე ავირბინე რათა, მაღლიდან მეხილა ეს სილამაზე.

საოცრად ლამაზი იყო მთის კალთაზე განლაგებული სახლები, ნახევარ კუნძულივით შეჭრილი იყო ღრუბლების ზღვაში. მსგავი რელიეფის დასახლება ლაზეთში რიზეში მდებარეობს, მთას პოკუტი ეწოდება და ტურისტულადაც ცნობილია... რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბარში იმ დღეს ტემპერატურა 40 გრადუსამდე იყო. მთაში კი შეშის ღუმელი გიზგიზებდა. სარკმლიდან ნისლი შემოედინებოდა, მსგავსი რამ არასდროს მინახავს. დილით მამლის ყივილზე გამომეღვიძა, აქ ყოველი დილა მამლის ყივილით იწყება, რაც ახალი დღის დასაწყის ნიშნავს. ისევ გავეშურე მაღალ გორაზე რათა აისი მეხილა. მთაზე შეფენილი ღრუბლები ნელნელა ერთმანეთს უახლოვდებოდა, მთები გაღვიძებას იწყებდა.

- მაღალმთიანი აჭარის სტუმართმასპინძლობაზე ბევრი საუბრობს, თუმცა "მეიდან ოდას" შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. უფრო დეტალურად მოგვიყევი მის შესახებ...

- "მეიდან ოდა" სტუმრის ოთახია, რომელიც სახლის მშენებლობისას წინასწარ იყო განსაზღვრული. ისტორიული წყაროებიდან 19-ე საუკუნეში აჭარის მთიანეთში საფეხმალო საქარავნე გზა გადიოდა. აქედან იღებს სათავეს "მეიდან ოდა''. სახლში სტუმრისთვის განკუთვნილ ოთახს რიგ შემხვევაში ცალკე ასასვლელი კიბე ჰქონდა. გზაზე შემოღამებულ მგზავრს ნებისმიერ დროს შეეძლო წვეოდა, მაშინაც კი თუ მასპინძელი შინ არ იყო, ან ეძინა, სტუმრისთვის ოთახი წინასწარ იყო მომზადებული და შეშით უზრუნველყოფილი.

გადმოცემის მიხედვით, "მეიდან ოდას" როგორც კი სტუმარი ეწვეოდა და ჭრაქის შუქს საკრმლიდან შენიშნავდენ, სოფელმა იცოდა რომ მათ სოფელს მგზავრი ეწვია. მასპინძელი იქნებოდა ეს თუ სოფლის მკვიდრი, უმალვე მას საკვებს მიართმევდა. სტუმარს შეეძლო, რამდეხანსაც მოისურვებდა იმდეხანს დარჩენილიყო. მასპინძელი არ ინტერესდებოდა შინ მოსულის წარსულით. სტუმარ-მასპინძლობის ინსტიტუტი იმდენად მძლავრი იყო, რომ სტუმრად მოსულ მტერსაც კი არაფერს დაუშავებდენ.

- იქ ყოფნისას რაიმე მეთები და ლეგენდები ხომ არ გსმენიათ?

- ადგილობრივმა მწყემსმა მეტად სახალისო ლეგენდა მიამბო: ლეგენდის თანახმად გასულ საუკუნეში მწყემს ზებურას ნისლში გზა აბნევია და უკანასკნელად საბერწიის მთის კალთაზე შეუნიშნავთ. როცა გამოიდარა მის კვალს ვერსად მიაგნეს, ათი წლის შემდგომ კი ზებურა ბათუმის ნავსადგურში იპოვეს. როგორ აღმოჩნდა თავადაც ვერ აუხსნია, რა მოხდა. ამ ამბის შემდგომ მწყემსები ამ ადგილს "ბერმუდის სამკუთხედსაც" უწოდებდენ. რამდენად რეალური ლეგენდა არ ვიცი, თუმცა რელიეფს ნადვილად აქვს სამკუთხედი ფორმა.

- როგორ ფიქრობთ ტურისტულად თუ იქნება ეს მთა მიმზიდველი ?

- ტურისტებისთვის ეს მთა ამჟამად არ არის ცნობილი. საბერწიას სიახლოვეს კიდევ ერთი დასახლებაა, ნაცარას მთას უწოდებენ, რომელიც სასაზღვრო ზოლში მდებარეობს. დანამდვილებით არავის ახსოვს, როდის და რატომ დაერქვა ამ მთას ნაცარა, დღეს კი სახელს ამართლებს, აქ უკანასკნელი კერა 5 წლის წინ ჩაქვრა ჩაინაცრა. დროც სწორედ მაშინ გაჩერდა. უმეტესი სახლები ნორმალურ მდგომაროებაში დამხვდა, თუმცა აქ არ ამოდიან მემთეურები, აქ მხოლოდ მესაზღვრეები აკონტროლებენ სასაზღრო ზოლს.

გულდასაწყვეტია, წლებია ნაცარას ფოტოები ხშირად მხვდება ინტერნეტ სივრცეში. ტურისტული კომპანიები მას ბეშუმს მიაწერენ. არსად ამ მთის სახელი ხსენება არაა, მსგავსი რელიეფი იშვიათობაა. ეს მხარე მდიდარია ფლორითა და ფაუნით. ვფიქრობ ამ კუთხის გასაცოცხლებად სავსებით რეალურია მარეთის ხეობაში შეიქმნას ახალი ტურისტული მარშუტი საბერწია-ნაცარას მთა... ბევრი საინტერესო ლოკაციის ნახვაა შესაძლებელი.