ავტორი:

"შიმშილობას არ ჰგავს სააკაშვილის აქტივობები, ფანჯარაზე შეხტომები - კარგად გამოიყურება" - გია ვოლსკი

"შიმშილობას არ ჰგავს სააკაშვილის აქტივობები, ფანჯარაზე შეხტომები - კარგად გამოიყურება" - გია ვოლსკი

ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში გარკვეულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ფაქტი არ არის, რომ რეალურად შიმშილობს - კარგად გამოიყურება!, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, "შიმშილობას არ ჰგავს სააკაშვილის აქტივობები, გამოსვლები, ფანჯარაზე შეხტომები".

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არაფერი ემუქრება და გაცილებით მეტი უფლებით სარგებლობს, ვიდრე სხვა პატიმრებს გააჩნიათ.

"სახეზეა ვითარების გამწვავების მცდელობა. ვინ დაუშვებს იმას, რომ ნებისმიერ პატიმარს, მით უმეტეს სააკაშვილს, რაიმე ისეთი მოუვიდეს, რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება მთელი მსოფლიოსთვის სალაპარაკო გახდეს?! გარდა ამისა, ეს ხელისუფლების და იმ სტრუქტურის ხელწერა არ არის, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. სააკაშვილს არავინ არ აწამებს და გასაუპატიურებლად ყავარჯნებით არავინ არ მიადგება. თუკი მის ჯანმრთელობას რაიმე დაემუქრა, მე-18 დაწესებულებაში თუ სხვაგან შესაბამისი დახმარება გაეწევა. ფაქტია, რომ 100-ზე მეტი მნახველი ჰყავდა, მისი ადვოკატები მასთან 60-ჯერ შევიდნენ. ფაქტია, რომ გარკვეულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ფაქტი არ არის, რომ რეალურად შიმშილობს - კარგად გამოიყურება!

როდესაც ადამიანი შიმშილობს, ის შიმშილობის მიზეზს უნდა აცხადებდეს. მახსოვს ახალგაზრდა, რომელიც ციხეში შიმშილობდა იმის გამო, რომ ხერხემალი დაუზიანეს, ფიზიკური საშუალება არ ჰქონდა, მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ტუალეტში გასულიყო და არ უნდოდა თავისი სერიოზული პრობლემით თანამესაკნეები შეეწუხებინა. შიმშილობდა, რათა ბუნებრივი მოთხოვნილებები არ გასჩენოდა. ეს ის ციხე იყო, სადაც რეჟიმი სააკაშვილმა ჩამოაყალიბა", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.