ავტორი:

"ჩვენი საუბრის შემდეგ ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება" - ლიზა იასკო

"ჩვენი საუბრის შემდეგ ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება" - ლიზა იასკო

მინდა მივმართო ქართველ ხალხს და ვუთხრა, რომ იმის შემდეგ რაც მე დღეს ვიხილე და ჩვენი საუბრის შემდეგ ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომელმაც დღეს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

"მოვლენების შემდგომი განვითარება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. მე უკრაინელი ვარ, მე არ ვმონაწილეობ საქართველოს არჩევნებში, მაგრამ აუცილებელია, რომ ხმები, მათ შორის მიხეილის სიცოცხლის გამო, არ დაიკარგოს და არ გაყალბდეს“, - აღნიშნა იასკომ.

მისი თქმით, შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოში უკრაინის მოქალაქეები არ შემოუშვეს.

"ის რაც მოხდა, რომ არ შემოუშვეს უკრაინელი ადვოკატი არა უბრალოდ მასთან შესახვედრად, არამედ არ შემოუშვეს ქვეყანაში, ასევე ის რომ აქ არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა მიხეილის მიმართ, მე, როგორც უკრაინელს ეს მაშფოთებს, რადგან საქართველო ჩვენთვის ყოველთვის იყო, არის და იმედი მაქვს, იქნება მეგობარი ქვეყანა. მაგრამ როდესაც უკრაინელებს არ უშვებენ ქვეყანაში, ეს საშინელებაა, რადგან, საქართველო არ შეიძლება იყოს ისე, როგორც რუსეთი. ეს რუსეთში არ უშვებენ უკრაინელებს. სამწუხაროდ, რაც ახლა ხდება, არის ყველა უფლების უხეში დარღვევა. უკრაინელ ადვოკატს აქვს და უნდა ჰქონდეს ყველა უფლება, ჩამოვიდეს საქართველოში, შეხვდეს ქართველ ადვოკატებს, გაცვალონ ინფორმაცია. ასევე უნდა ჰქონდეს წვდომა მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც უკრაინის მოქალაქეა“, - აღნიშნა იასკომ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია.

"სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია. ეს ძალიან მტკივნეულია და დიდი იმედია, რომ უახლოეს მომავალში ეს როგორღაც შეიცვლება, რადგან საქართველოსა და უკრაინის მომავალი დამოკიდებულია არჩევანზე, რომელიც უახლოეს დღეებში გაკეთდება“, - აღნიშნა იასკომ.

შეკითხვაზე, რატომ განაცხადა უარი მიხეილ სააკაშვილმა კონსილიუმთან შეხვედრაზე, ლიზა იასკომ უპასუხა, რომ ექიმების აზრს არავინ უსმენს.

"რაც შეეხება მის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე. კონსილიუმმა განაცხადა, რომ ის აუცილებლად უნდა გადაიყვანონ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საავადმყოფოში. ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს ომბუდსმენმა. უკრაინელმა ომბუდსმენმა, მაგრამ რატომღაც არავინ არაფერს აკეთებს. მაშინ რატომ არის ექიმების აზრი აუცილებელი? ექიმების აზრი არსებობს, მაგრამ მას არავინ უსმენს. ეს რა თქმა უნდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და ეს არის საერთაშორისო დონის საკითხია. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უფლებები ირღვევა, არამედ ადვოკატების, ჟურნალისტების, ეს არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში“, - აღნიშნა იასკომ.