ავტორი:

სანდრა რულოვსი "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს - რას წერს ყოფილი პირველი ლედი?

სანდრა რულოვსი "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს - რას წერს ყოფილი პირველი ლედი?

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"ცვლილება ჩვენს ხელშია! ყველანი წავიდეთ ზეგ არჩევნებზე!" - წერს სანდრა რულოვსი.

ცნობისთვის, სანდრა რულოვსი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ჰოლანდიიდან. როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, ყოფილი პირველი ლედი ჰოლანდიაში პირად საქმეებზე იყო წასული.

რულოვსი საზოგადოების ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ახალი სიყვარული ჰყავს, ყოფილმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ მისთვის ეს ინფომაცია მოულოდნელი იყო.