ავტორი:

"მზად ვარ, ჩემი ქალაქისთვის ვითანამშრომლო განხორციელებულ ეშმაკთან, ისეთ უსიმპათიო სუბიექტებთან, როგორიც კობახიძე და ღარიბაშვილია" - უგულავა

"მზად ვარ, ჩემი ქალაქისთვის ვითანამშრომლო განხორციელებულ ეშმაკთან, ისეთ უსიმპათიო სუბიექტებთან, როგორიც კობახიძე და ღარიბაშვილია" - უგულავა

ჩემი ქალაქისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში ბუნებრივია, განხორციელებულ ეშმაკთან, აბსოლუტურად უსიმპათიო და გულისამრევ სუბიექტთან მზად ვარ ვითანამშრომლო, როგორიც კობახიძე და ღარიბაშვილია, - ამის შესახებ ფოთში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებენ.

"ისევე როგორც ფოთში, ასევე სხვა ქალაქებში, ოპოზიცია გაიმარჯვებს. ეს ჩანს ყოველდღიურ შეხვედრებზე. დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური კანდიდატების მხარდამჭერებიც მე დამიჭერენ მხარს. ხელისუფლების მხარდამჭერებიც, როდესც გელაპარაკებიან, აღიარებენ, რომ მათ უნდათ ცვლილებები.

ჩემი ქალაქისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში ბუნებრივია, განხორციელებულ ეშმაკთან, აბსოლუტურად უსიმპათიო და გულისამრევ სუბიექტთან მზად ვარ ვითანამშრომლო, როგორიც კობახიძე და ღარიბაშვილია, - თუ ეს სჭირდება ფოთს და ამას მავალდებულებს კანონი. ეს ბატონები რომ საუბრობენ, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ტრანსფერს არ მივცემთო, პირდაპირ საბოტაჟზე საუბრობენ. არ მისცემ, რას ნიშნავს? - რაც კანონით არის განსაზღვრული, ის უნდა მისცე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.