ავტორი:

კომპანია "ფეისბუქის" ახალი კორპორატიული სახელი Meta იქნება - სოციალური ქსელების სახელებს Facebook-ს, Instagram-სა და Whatsapp-ს ცლილება არ შეეხება

კომპანია "ფეისბუქის" ახალი კორპორატიული სახელი Meta იქნება - სოციალური ქსელების სახელებს Facebook-ს, Instagram-სა და Whatsapp-ს ცლილება არ შეეხება

კომპანია "ფეისბუქმა" კორპორატიული სახელი შეიცვალა. კომპანიას Meta ერქმევა. კომპანიამ განაცხადა, რომ უკეთესად „მოიცავს“ იმას, რასაც აკეთებს, რადგან ის აფართოებს მის წვდომას სოციალური მედიის მიღმა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვირტუალური რეალობა.

ახალი სახელი უკავშირდება იდეას "მეტავერსის" - ონლაინ მსოფლიოს შექმნის შესახებ, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია ვირტუალურ გარემოში, VR ყურსასმენების გამოყენებით.

კომპანია აპლიკაციებსა და ტექნოლოგიებს ერთი ბრენდის ირგვლივ მოაქცევს. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კორპორატიული სტრუქტურა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, ცვლილება არ ვრცელდება მის ცალკეულ პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook-ი, Instagram-ი და Whatsapp-ი, სახელს შეიცვლის მხოლოდ მათი მფლობელი კომპანია.