ავტორი:

ნამდვილი სუშის სასარგებლო თვისებები

ნამდვილი სუშის სასარგებლო თვისებები

ბოლო წლებში აღმოსავლური სამზარეულო, განსაკუთრებით სუში, საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სუშის, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი მოყვარული ჰყავს, ვისთვისაც ის განუმეორებელი კერძია. ალბათ ბევრმა არ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. სუშის დაგემოვნება შესაძლებელია მაშინაც კი, თუ დიეტაზე ხართ, რადგან იგი დაბალკალორიული საკვებია და ხელს უწყობს წონაში კლებას. ამიტომ, მას ხშირად მიირთმევენ სპორტსმენები და მოდელები, ვისთვისაც ფორმაში ყოფნა პირდაპირ პროფესიასთანაა დაკავშირებული.

სუშის შემადგენლობაში არსებული ჯანსაღი ინგრედიენტები (თევზი/ზღვის პროდუქტები, ბრინჯი, ბოსტნეული) დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ასტიმულირებს გონებრივ აქტივობას და მეხსიერებას. მდიდარია ომეგა 3-ით, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას.

მეტიც, სუშის რეგულარული მიღება ამცირებს ისეთი დაავადების წარმოქმნის რისკს, როგორიც არის სიმსივნე. დიახ, სუშის მიღება შესაძლებელია სიმსივნის საპრევენციოდ, რადგან ამცირებს სიმსივნური კერების წარმოქმნის რისკს.

ვასაბი, რომელიც სუშის შემადგენელი ნაწილია ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედებით ხასიათდება და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ხოლო კბილებს იცავს კარიესისგან.

ზემოხსენებულ ორგანიზმისთვის სასარგებლო თვისებებს მაშინ ავლენს სუში, თუ ის ნამდვილად ჯანსაღი და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებითაა მომზადებული. ამიტომ ეცადეთ იქ დააგემოვნოთ ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები, სადაც ზუსტად იცით, რომ მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს იყენებენ.

სად მივირთვათ ნამდვილი სუში თბილისში?

დღესდღეობით ბევრი რესტორანი სთავაზობს მომხმარებელს სუშის მენიუს, მაგრამ თუ გსურთ სუშის მთელი სარგებელი მიიღოთ, იაფფასიან შეთავაზებებს ერიდეთ. ნამდვილი სუში თბილისში, ნორვეგიიდან და იაპონიიდან შემოტანილი, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით „სუში რუმში“ მზადდება. რესტორანში დაცულია ყველა ის წესი და სტანდარტი, რაც სუშის მომზადებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია. გარდა მაღალი ხარისხის სუშისა, „სუში რუმი“ მომხმარებელს სთავაზობს აღმოსავლური სამზარეულოს დელიკატესებს, ზოგიერთი მათგანს კი რესტორანი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ. მაგალითად ასეთია ზღვის ზღარბის ხიზილალა- უნი (Uni), რომლის დაგემოვნებაც საქართველოს მასშტაბით მხოლოდ „სუში რუმშია“ შესაძლებელი.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „სუში რუმის“ გარდა, საქართველოში ვერსად გასინჯავთ ისეთი ხარისხისა და არომატის დელიკატესებს როგორიცაა - ძროხის მარმარილოსებრი ხორცი - ვაგიუ (Waguy Beef), ჰამაჩი და მოლუსკის ხორცი ჰოტატე.

სად და როგორ დავაგემოვნოთ „სუში რუმის“ კერძები?

ნამდვილი სუშის, იაპონური დელიკატესებისა და უგემრიელესი კერძების დაგემოვნება რესტორან „სუში რუმის“ სამ ფილიალშია შესაძლებელი - ფარნავაზ მეფის გამზ. N1, (გუდვილის შენობა), ი. აბაშიძის N10/12, პ. ქავთარაძის N1 (სითი მოლში).

თუ, რესტორანში მისვლას ვერ ახერხებთ, შესაძლებელია „სუში რუმის“ კერძები სასურველ მისამართზე გამოიძახოთ. მომსახურებით სარგებლობისთვის უნდა ეწვიოთ “სუში რუმის” საიტს ან დარეკოთ ნომერზე - 0322 24 25 99, აირჩიოთ პროდუქტი, შეუკვეთოთ და დაელოდოთ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე უგემრიელეს იაპონურ კერძებს. წინ დიდი სიამოვნება გელით!

R