ავტორი:

ევროკავშირმა სომხეთის კოვიდ სერთიფიკატები აღიარა

ევროკავშირმა სომხეთის კოვიდ სერთიფიკატები აღიარა

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემული კოვიდ სერთიფიკატები ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერტიფიკატის ექვივალენტურია.

"ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემული კოვიდ სერტიფიკატების ევროკავშირის ციფრულ კოვიდ სერტიფიკატთან გათანაბრების შესახებ. შედეგად, ეს ორი ქვეყანა შეუერთდება ევროკავშირის სისტემას და მათ მიერ გაცემული კოვიდ სერტიფიკატები მიღებული იქნება ევროკავშირში იმავე წესით, როგორც ეს ევროკავშირის მიერ გაცემული სერტიფიკატის შემთხვევაში ხდება.

ამავე დროს, ეს ორი ქვეყანა დათანხმდა, მიიღოს მგზავრები, რომლებსაც ევროკავშირის მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები ექნებათ“, – ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის.

ამ დროისთვის ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერთიფიკატის სისტემასთან 45 ქვეყანაა დაკავშირებული.