ავტორი:

როგორ ხდება ძვირადღირებული მედიკამენტების უცხოეთიდან ჩამოტანა დაბალ ფასად?

როგორ ხდება ძვირადღირებული მედიკამენტების უცხოეთიდან ჩამოტანა დაბალ ფასად?

შუამავალი კომპანიის დახმარებით საზღვარგარეთ მედიკამენტების შეკვეთა და ჩამოტანა არცთუ ისე გავრცელებული პრაქტიკაა, რადგან პროცესს ბევრი სირთულე ახლავს თან, რაც განსაკუთრებით სერიოზულ პრობლემებს უქმნის ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს. რეალურად, შესაძლებელია ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენის დროს თანხა დავზოგოთ და ისინი ნახევარ ფასად ან უფრო იაფადაც კი შევიძინოთ.

ძვირადღირებული ან არარეგისტრირებული მედიკამენტების, საკვები დანამატებისა და სამკურნალო კოსმეტიკის უცხოეთიდან შემოტანისას მომხმარებლები აწყდებიან ისეთ სირთულეებს, როგორიც არის: მაღალი ფასი, გახანგრძლივებული ტრანსპორტირება და ხელმისაწვდომობის პრობლემა, რომელთაგან თავის დაზღვევა სანდო შუამავალი კომპანიის დახმარებით არის შესაძლებელი.

როგორ უნდა მივხვდეთ, სანდოა თუ არა შუამავალი კომპანია და რამდენად აგებს ის ხარისხზე პასუხს?

კომპანიის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თუ რამდენად სრულყოფილ და დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის იგი პროდუქტის შესახებ. კერძოდ, იქნება ეს მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია, ფასი თუ მიწოდების ვადები და პირობები.

როგორც მედიკამენტების, საკვები დანამატებისა და კოსმეტიკის იმპორტიორ კომპანია „დოიჩე აფთიაქში“ განგვიმარტეს, მომხმარებლის მხრიდან აღნიშნულ მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალია, რადგან ზოგიერთი ძვირადღირებული მედიკამენტის უცხოეთიდან ჩამოტანა ხშირად საგრძნობლად იაფი ჯდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული და კრიტიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც სამკურნალო მედიკამენტებს მუდმივად საჭიროებენ, მათი საქართველოში შეძენა კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რეალურად, პაციენტებს შეუძლიათ, მედიკამენტების უცხოეთში შეკვეთით დაზოგონ თანხა.

„დოიჩე აფთიაქმა“ აღნიშნული სერვისის შეთავაზება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომლის მიზანია პაციენტების დახმარება და მათთვის მეტი კომფორტის შექმნა. კარდიოლოგია, ონკოლოგია, დერმატოლოგია, ენდოკრინოლოგია და ა. შ. - ეს იმ ნოზოლოგიათა არასრული ჩამონათვალია, რომლის ჩამოტანაც შეკვეთით არის შესაძლებელი. ასევე, შესაძლებელია ჩამოვიტანოთ პაციენტებისათვის საჭირო საკვები დანამატები და სამკურნალო კოსმეტიკა,“ - განგვიმარტეს „დოიჩე აფთიაქში“.

მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო პროდუქციის შესაკვეთად დაგვჭირდება მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობა, ე. წ. ფორმა 100 და პაციენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. შეკვეთის შემდეგ კი კომპანია ვალდებულია, მომხმარებელი ინფორმირებული იყოს შეკვეთილი პროდუქტის ჩამოტანის დეტალებზე.

რაც შეეხება „დოიჩე აფთიაქს“, ის საქართველოს ბაზარზე 2021 წელს შემოვიდა და ამ დროისთვის 7 აფთიაქით ოპერირებს. ბრენდმა მალევე მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. მისი აფთიაქები არის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

„დოიჩე აფთიაქში“ ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი ბაზარზე არსებული ყველა მედიკამენტი. ასევე, ქსელში შესაძლებელია, გერმანიაში წარმოებული მედიკამენტების, პარაფარმაციის, საკვები დანამატებისა და უმაღლესი ხარისხის სხვა პროდუქციის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად.

მედიკამენტების უცხოეთიდან ჩამოტანასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ „დოიჩე აფთიაქის“ ფილიალებს, დაუკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 571 140 994 ან გაწევრიანდეთ „ფეისბუქ“ ჯგუფში, სადაც სასურველი პროდუქციის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. ფეისბუქ ჯგუფში გაწევრიანებისთვის გადადით ბმულზე.