ავტორი:

"თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას" - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

"თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას" - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საჭიროების შემთხვევაში საჭირო დროს გლდანის საავადმყოფოში იქნება გადაყვანილი.

“მისი სპექტაკლები და შოუ რაც მან შიმშილობასთან დაკავშირებით დადგა, ჯერ ერთი, პატიმარი, რას ითხოვს, რატომ შიმშილობს? 10 000 პატიმარი გვყავს, ყველამ რომ დაიწყოს შიმშილობა და მოითხოვოს, რომ მათი საპატიმროებში ყოფნა არ შეიძლება და მოითხოვონ სამოქალაქო კლინიკებში გადაყვანა, წარმოგიდგენიათ რას მივიღებთ? ეს ხომ ქაოსია, ეს აღარ არის სახელმწიფო. ჩვენ ამ კაცის ჭკუაზე, რა თქმა უნდა, არ ვივლით და არ გაივლის ქვეყანა, უნდა გააცნობიეროს მან, რომ დიდხანს იქნება ციხეში. არ ვიცი ფინალი, თუ ადამიანი ჯანმრთელობას იზიანებს, ის კი არა, უფრო მეტიც კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. იმის მიუხედავად, რომ მას როგორც პატიმარს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება ეწევა პენიტენციური სამსახურის მიერ, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფები და ყოველდღიურად ახდენენ მონიტორინგს და გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს. საჭირო დროს საჭიროების შემთხვევაში გადავიყვანთ გლდანის საავადმყოფოში“, - განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში.