ავტორი:

"ამოღებულია ხელყუმბარა და ასაფეთქებელი საშუალებები" - შსს-მ იარღის უკანონო შენახვის მორიგი ფაქტი გამოავლინა

"ამოღებულია ხელყუმბარა და ასაფეთქებელი საშუალებები" - შსს-მ იარღის უკანონო შენახვის მორიგი ფაქტი გამოავლინა

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იარაღებისა და საბრძოლო მასალის უაკნონო შენახვა-ტარების მორიგი ფაქტბი გამოავლინეს.

სამართალდამცველებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, საბრძოლო ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია ამოიღეს.

გარდა ამისა, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა თბილისშიც. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს სხვადასხვა ტიპის რამდენიმე უკანონო იარაღი.

"სამართალდამცველებმა თბილისში, პ.ს.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: "ტტ"-ს კონსტრუქციის 3 პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, "კომპაქტის" და "არკუსის" მოდელების 2 პისტოლეტი, „გეკოს“ ტიპის 2 იარაღი, 4 სანადირო გლუვლულიანი თოფი და 3 შაშხანა, სასწავლო ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 4182 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული - 36 700 დოლარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.