"მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას, პირდაპირი მნიშვნელობით, კლავენ", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილზე საუბრისას აცხადებს.
როგორც ის აღნიშნავს, თავდაპირველად ეგონა, რომ მკაცრი ზომები ყოფილ პრეზიდენტთან ანგარიშსწორებას ემსახურებოდა, მაგრამ "ბოროტების ზღვარს გასცდნენ“.
"ჯერ მეგონა, რომ რაღაც ანგარიშსწორებაა, მაგრამ ახლა ბოროტების ზღვარს გადასცდნენ და მათი პირდაპირი მიზანია სიკვდილი. მისი გაჩერება ციხის პირობებში, რომელშიც ის იმყოფება და შიმშილობს, პირდაპირ ვიტყვი, არის მომავალი სამართლიანი სასამართლოს პრეროგატივა.
ესენი ყველა, სასამართლოს ქვეშ მოხვდებიან. არ შეიძლება, რომ ეს ასე გრძელდებოდეს“, - აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი "ტვ პირველთან“.