ავტორი:

"ესტონეთთან და ირლანდიასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, საქართველო ევროპული სახელმწიფოების სამეულშია"- ნათია თურნავა

"ესტონეთთან და ირლანდიასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, საქართველო ევროპული სახელმწიფოების სამეულშია"- ნათია თურნავა

ესტონეთთან და ირლანდიასთან ერთად, საქართველო ევროპული სახელმწიფოების სამეულშია, რომელთაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავა მიიჩნევს, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა.

„ეს ემყარება იმას, რომ საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავამ მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიში, რომლის თანახმადაც ევროპის კონტინენტზე საქართველო, ესტონეთთან და ირლანდიასთან ერთად, შედის ევროპული სახელმწიფოების სამეულში, რომელთაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვთ.

„პროგნოზის ავტორია საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2021 წლისთვის 7,7% იქნება. ამასთან, სავალუტო ფონდი, ტრადიციულად, ყველაზე კონსერვატიულ პროგნოზს აკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა იქნება ორნიშნა და ამას ემყარება ჩვენი რწმენა იმისა, რომ საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.