ავტორი:

"ვთქვათ, ზურამ წარმოუდგენელი რამ თქვა, მაგრამ ამ სიგიჟეზე ვინ აღშფოთდით, თქვენ თავს რომ შეხედოთ?!" - რას წერს ლენუკა ყიფშიძე მამის სკანდალურ განცხადებაზე

"ვთქვათ, ზურამ წარმოუდგენელი რამ თქვა, მაგრამ ამ სიგიჟეზე ვინ აღშფოთდით, თქვენ თავს რომ შეხედოთ?!" - რას წერს ლენუკა ყიფშიძე მამის სკანდალურ განცხადებაზე

ლენუკა ყიფშიძე მამის, ზურა ყიფშიძის სკანდალური განცხადების შემდეგ კრიტიკოსებს პასუხობს და ამბობს, რომ პათოლოგებს უწოდებს მათ, ვინც ამ თემაზე აღშფოთდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყიფშიძე პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"აქეთ რომ გვიტევენ ეს ხალხი მაგიჟებს. ვთქვათ, ზურამ წარმოუდგენელი რამ თქვა, თვითონაც ამას ამბობს, ოღონდ მაგ სიგიჟეს ლაპარაკობს ყოველი მეორე გამვლელი, ნაციც და ქოციც ყოველდღე, ასე საჯაროდ არავინ ამბობს გასაგებია. სააკაშვილის პათოლოგობის მიუხედავად, მაინც რომ არაფრით არ შეიძლება ამისი თქმა და გაფიქრება, ესეც გასაგებია, მაგრამ ამ სიგიჟეზე ვინ აღშფოთდით, თქვენ თავს რომ შეხედოთ არ გინდათ? ამ სიგიჟის მთქმელზე უარესი სიგიჟის მკეთებლები აღშფოთდით?! მკეთებლები და არა მთქმელები?

ეგ თქვენი "ნაცმოძრაობა" არ კლავდა ხალხს პირდაპირი შეკვეთით?! ეგ არ აწამებდა?!მაგათ დროს არ ტოვებდა ხალხი მეორე ოთახში ტელეფონებს თუ რამე სალაპარაკო ქონდათ ერთმანეთთან?! თქვენ დროს არ აუპატიურებდნენ ქალიან-კაციანად ყველას, ვისი დასჯაც ყველაზე სასტიკად გინდოდათ?!თქვენ დროს არ გიფორმებდნენ ღამის სამ და ოთხ საათზე მთელი ცხოვრების ნაწვალებს?!

თავისი ნებით შვებოდნენ?! თქვენ დროს არ აგიჟებდით ხალხს, ვითომ რაღაცას აკეთებდით, წინა მხარეს შეღებილ შენობას რვაჯერ რომ ხსნიდით?!თქვენ დროს არ იყო ყველა ტელევიზია ერთ ხმაში რომ ლაპარაკობდა პუტინის და კიმ ჩენ ინის ტელევიზიებივით?! თქვენ არ ცდილობთ დღესაც ტყუილებით და სიბინძურით მიაღწიოთ რაღაცას?!

თქვენ არ ებრძვით ტრადიციებს, ეკლესიას, პატრიარქს და თქვენ არ გინდათ ისტორია გადაწეროთ? ხო არ გააფრინეთ მართლა, რომელი ისტორიის გადაწერა და გადარეცხვა გინდათ თქვე ლაჩარო პათოლოგებო?!" - წერს ლენუკა ყიფშიძე.

ცნობისთვის, ზურა ყიფშიძე "მაესტროზე", გია გაჩეჩილაძის გადაცემას "უცნობის კიდობანში“ სტუმრობდა. წამყვანის შეთავაზებაზე, რომ კერპთაყვანისმცემლობაზე ესაუბრათ, კონკრეტულად კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებზე, მსახიობმა შემდეგი განაცხადა:

"ბევრი ჩუმად არის. მე მაპატიეთ და ძალიან ცუდ რამეებს ვიტყვი, რა… რომ შემოვარდნილიყვნენ, ცოლი გაეუპატიურებინათ, შვილი მოეკლათ, ცოლის თვალწინ გავეუპატიურებინე... ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი “დაბრიდეს”… მე იმას კი არ ვიძახი, არიქა, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ, უბრალოდ, ვერცერთმა გამწარებულმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. საშინელებას ვამბობ, არასწორად ვამბობ, მაგრამ ხომ არის ამაში ლოგიკა? როცა არაფერი აღარაფრად მიღირს, რჩება ჩემი ისტორია და მე ვეწირები რაღაცებს… ბეწვზეა გადარჩენილი და რა უნდა მაგას. იმაზე როგორ არ იფიქრებდა, - ვიღაც გამწარებული კაცი მოვა, ასე შეეწირება და მეც გამწირავსო..."