ავტორი:

ხმაური ბათუმში - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს მისი და მიხეილ სააკაშვილის ფოტოთი დახვდნენ

ხმაური ბათუმში - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს მისი და მიხეილ სააკაშვილის ფოტოთი დახვდნენ

ბათუმის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი ხმას აძლევდა, ხმაური იყო. ჩიქოვანს ადგილზე ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი-დამკვირვებელი ალექსანდრე მილორავა ფოტოსურათით დახვდა. აღნიშნული ფოტოსურათი არჩილ ჩიქოვანს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჰქონდა გადაღებული.

ალექსანდრე მილორავამ ჩიქოვანს მიმართა, სურათზე ავტოგრაფი დაეტოვებინა. საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ მილორავას საარჩევნო უბნის დატოვება მოსთხოვა.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ეს არის მორიგი დაგეგმილი პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან.