ავტორი:

"განსაკუთრებით მინდა გახარიას პარტიის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ" - გიგი უგულავა

"განსაკუთრებით მინდა გახარიას პარტიის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ" - გიგი უგულავა

ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ფოთში გიგი უგულავა, საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

უგულავა გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერებსაც სთხოვს აქტიურობას.

"მინდა ყველა ფოთელს ვთხოვო, მოვუწოდო აქტიურობისკენ, დღეს თქვენ ხელშია მეგობრებო, როგორ განვითარდება ეს ქალაქი, გავაგრძელებთ თუ არა წრეზე ტრიალს, სტაგნაციას, უპერსპექტივრობას, უმუშევრობას, თუ მხარს დავუჭერთ განვითარებას. განსაკუთრებით მინდა გიორგი გახარიას პარტიის და მისი კანდიდატის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ ნეიტრალიტეტი დააფიქსირა, მეგობრებო, თქვენ ამ ქალაქში ცხოვრობთ, თქვენც არ მოგწონთ ის უპერსპექტივობა და კლანურობა, რომელიც აქ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, თქვენც არ მოგწონთ ის, რომ თევზის სუნად აყროლებენ აქაური ოლიგარქები ქალაქს, ფოთს უპატივცემულოდ ეპყრობიან, არ თქვენ მოგწონთ ის, რომ აქაურ პენსიონერს არ აქვს ნორმალური პენსია, დარწმუნებული ვარ, თქვენც დაუჭერთ მხარს იმას, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან 50 ლარით გაიზარდოს პენსია, თქვენც დაუჭერთ მხარს იმას, რომ ფოთელ სკოლის მოსაწავლეებს ჰქონდეთ უფასო კვება. ამიტომ, გადავცეთ მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს - ვიაქტიუროთ, არ არის დღეს ნეიტრალიტეტის დრო, რადგან პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყანა და ქალაქია გადასარჩენი.

დღეს განზე გადგომა არ იქნება, დღეს გვერდიდან ვერ შევხედავთ პროცესებს, ეს ქალაქი ჩვენია და არა იმ რამდენიმე ოჯახის, რომლებმაც დაინაწილეს და თვლიან, რომ მათი საკუთრება უნდა იყოს მოსყიდვით და დაშინებით, ხან ერთ ხელის ბიჭს დაასვამენ ქალაქს, ხან მეორე ხელის ბიჭს, ასე ვერ გაგრძელდება, აქტიურობა არის საჭირო, იმისათვის, რომ ქალაქი დავიბრუნოთ და შავ ზღვაზე მართლაც მარგალიტი გახდეს ფოთი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.