ავტორი:

"სრული აბსურდი, უაზრობა" - რას პასუხობს Ipsos-ის დირექტორი ნიკა გვარამიას განცხადებას, კალაძესთან კორუფციულ გარიგებაზე

"სრული აბსურდი, უაზრობა" - რას პასუხობს Ipsos-ის დირექტორი ნიკა გვარამიას განცხადებას, კალაძესთან კორუფციულ გარიგებაზე

Ipsos-ის აღმასრულებელი დირექტორი ბენ პეიჯი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას განცხადებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

"სრული აბსურდი, უაზრობა" - წერს ბენ პეიჯი.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კახა კალაძესა და Ipsos-ის მაღალჩინოსანს შორის კორუფციული გარიგება განხორციელდა, რომლის ამოცანა ეგზიტპოლის ჩაშლა იყო.

"2021 წლის 6-8 ოქტომბერს შედგა კომუნიკაცია კომპანია Ipsos-ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, რომელიც კურირებს საქართველოში ეგზიტპოლს და იტალიის მოქალაქე ოლივიერო მარჩეზესთან.

კომუნიკაცია შედგა თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის კახი კალაძის მიერ.

შედეგად განხორციელდა კორუფციული გარიგება, რომლის მთავარი ამოცანა ეგზიტპოლის ჩაშლა და მარჩეზეს მხრიდან ღია განცხადების გაკეთება იყო, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხი" აყალბებს ეგზიტპოლის მონაცემებს, ან ჩაეშალათ და ეთქვათ, რომ ჩვენ აღარ ვითანამშრომლებთ "მთავარ არხთან", - განაცხადა გვარამიამ.