ავტორი:

პოლიციის დანაყოფების მობილიზება რუსთავის ციხესთან - რა განმარტებას აკეთებს შსს?

პოლიციის დანაყოფების მობილიზება რუსთავის ციხესთან - რა განმარტებას აკეთებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზების საკითხზე კომენტარს აკეთებს.

როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის N12-ე დაწესებულების გარე ტერიტორიაზე პოლიციის დანაყოფები უსაფრთხოების მიზნით დგანან.

"ბუნებრივია პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია, დღესაც სწორედ როტაციის დროს მოხდა მედიასაშუალებების მხრიდან გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრების გადაღება", - განაცხადეს შსს-ში.